ამაზე დიდი საშინელება ამ მთავრობას ჯერ არ გაუკეთებია - ელენე ხოშტარია თეა წულუკიანის განცხადებაზე

15 ნოემბერი, 2018 416



„მთელი ამ 6 წლის განმავლობაში ამაზე დიდი საშინელება ამ მთავრობას ჯერ არ გაუკეთებია,“- ასე შეაფასა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ელენე ხოშტარიამ იუსტიციის მინისტრის განცხადება, რომლის მიხედვით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა შესაძლოა, აგვისტოს ომის ზოგიერთი მონაწილის დაკავების მოთხოვნით, ჰააგის სასამართლოს მიმართოს.
ოპოზიციის წარმომადგენლის თქმით, თეა წულუკიანი და მთლიანად ხელისუფლება სამხედროებს კი არ იცავენ, არამედ მათ წინააღმდეგ გამოდიან.
„ჩვენი იუსტიციის მინისტრი, ჩვენი სახელმწიფო, რომელიც უნდა იცავდეს ჩვენს სამხედროებს, ვინც დაიცვა ჩვენი ქვეყანა მაშინ რუსეთის საშინელი აგრესიის წინააღმდეგ, ის მათზე საუბრობს როგორც ვიღაცა უცხო ადამიანებზე. კი არ იცავს, არამედ საუბრობს, რომ იქ ვიღაცას დაკითხავს, თეა წულუკიანი პირადად და ეს ხელისუფლება წლების გამავლობაში ჩვენი ხელისუფლების ჯინაზე მთლიანად ისე წარმართა პროცესები, რომ დარტყმის ქვეშ დააყენოს სამხედროები, რომლებსაც მადლობა უნდათ ვუთხრა ყოველ დღე,“- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ტელეკომპანია იმედის ეთერში განაცხადა, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა შესაძლოა დაკავების მოთხოვნით ჰააგის სასამართლოს მიმართოს.  "ჰააგაში ერთი არის სისხლის სამართლის სასამართლო, სადაც გამოძიება მიმდინარეობს და ქალბატონი ფატუბენსუდა ყველას გვახსოვს აქ იყო, ეს არის ის სასამართლო, სადაც ის არის პროკურორი და აქ საქართველო, როგორც სახელმწიფო, არ არის და ვერასოდეს ვერ იქნება მხარე. ქალბატონ ფატუ ბენსუდას მიჰყავს გამოძიება დანაშაულებზე, რომელიც მოხდა აგვისტოს ომის დროს და თუკი ის მივა დასკვნამდე რომ გარკვეულ ეპიზოდებში მართლაც არის დანაშაული მომხდარი, მან შეიძლება დაკავების მოთხოვნით, კონკრეტული ადამიანების, მიმართოს იმავე ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოს,"-აცხადებს თეა წუ
ლუკიანი.
скачать dle 12.0
კომენტარები
აგრეთვე იხილეთ: