ამბები




პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის და მისი ოჯახის წევრების მიმართ მუქარის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს - შსს


პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის და მისი ოჯახის წევრების მიმართ მუქარის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს, - ამის შესახებ შინაგან საქმეტა სამინისტრომ განაცხადა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, მიმდინარე წლის
10 ნოემბერს პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით მიმართა და შეატყობინა, რომ სოციალურ ქსელ "ფეისბუქის" მეშვეობით მისი და მისი ოჯახის წევრების მიმართ ხორციელდებოდა მუქარა. კერძოდ, მათ მიიღეს შეტყობინებები სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფის შესახებ.
ბორცვაძის განცხადებით იმავე დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის და მუქარის ფაქტზე. დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის I ნაწილით და 151-ე მუხლის I ნაწილით. მისი თქმით, საქმეზე აქტიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
„იმის გათვალისწინებით, რომ საქმე ეხება პრეზიდენტობის კანდიდატს, გამოძიება წარიმართება ინტენსიურად. ასევე, ვიყენებთ კანონით დასაშვებ ყველა შესაძლო ბერკეტს არჩევნების მშვიდობიან გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად. როგორც კი გვექნება გამოძიების  შესახებ დამატებითი ინფორმაცია, საზოგადოებას აუცილებლად ვაცნობებთ.“ - განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.


скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com