რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, Air Arabia ქართულ ავიაბაზარზე ბრუნდება. როგორც კომპანია GASA-ში განმარტავენ, არაბული ავიაკომპანია იანვრიდან პირდაპირ რეისებს განაახლებს შარჯა-თბილისი-შარჯა მიმართულებაზე.
ფრენები კვირაში ერთი სიხშირით, ყოველ შაბათს შესრულდება. ბილეთების ღირებულება 237 დოლარიდანაა.
„სიხარულით გაცნობებთ “ეარ არაბიას” რეისების აღდგენის შესახებ! პირველი რეისი დადასტურებულია 30 იანვარს. ბილეთების ღირებულება – მხოლოდ 237 დოლარიდან. 30 დღიანი ტურისტული ვიზის ღირებულება – 89 დოლარი. ახალი კოვიდ რეგულაციით, სავალდებულოა იქონიოთ სამოგზაურო დაზღვევა, რომლის ღირებულებაა – 29 დოლარი.
აღნიშნული რეისით ასევე შეგიძლიათ იფრინოთ ჩენაის, მუმბაის, ჯაიპურის, დელის, ტრივანდუმის, რიადის, კაიროს, ბეირუთის, კოჩის, დაკას, ჰეიდარაბადის, ნაირობის და სხვა მიმართულებებით. ტრანზიტული მიმართულებების ფასი – 327 დოლარიდან. ფასები ცვალებადია და განისაზღვრება ავიაკომპანიის მიერ, რეისის დატვირთულობის შესაბამისად“, – აცხადებენ კომპანია GASA-ში.
კომპანია ასევე ყველა მგზავრს კოვიდ დაზღვევას სთავაზობს.
„წარმოგიდგენთ უფასო კოვიდ დაზღვევას ყველა მგზავრისთვის, რომელიც ეარ არაბიას ბილეთით იფრენს შარჯას, აბუ დაბის და რას ელ ხაიმას მიმართულებებზე.
თუ მოგზაურობის პერიოდში კოვიდ 19 დაგიდასტურდათ, თქვენი მკურნალობის და კარანტინის ხარჯებს, ეარ არაბია აანაზღაურებს.
დამატებითი დოკუმენტების შევსების გარეშე, 2021 წლის 31მარტამდე მოგზაურთათვის, დაზღვევა ბილეთის შეძენისთანავე აქტიურდება და მოქმედია მოგზაურობის დაწყებიდან 31 დღის განმავლობაში“,- ნათქვამია განცხადებაში.