LIVE TV
შაბათი, იანვარი 24, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

AgriPreneur Sprint – “საირმეს რეკრეაციული ფერმა” “კავკასიის უნივერსიტეტთან“ თანამშრომლობით პრეაქსელერაციის პროგრამას იწყებს

დაპოსტა 2025/10/03-ში
19
ნახვა
გაზიარება

“საირმეს რეკრეაციული ფერმა“ „კავკასიის უნივერსიტეტის“ ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრთან თანამშრომლობით ახალ პრეაქსელერაციის პროგრამას იწყებს. AgriPreneur Sprint მიზნად ისახავს დამწყები, მიკრო და მცირე ფერმერული სტარტაპების მხარდაჭერას და მათი ბიზნესიდეების რეალიზებას.

პროგრამა ორ ეტაპად განხორციელდება: პირველ ეტაპზე მონაწილეები 8-კვირიან ინტენსიურ პრეაქსელერაციის პროგრამას გაივლიან, საუკეთესო გუნდები კი მონაწილეობას გააგრძელებენ 6-კვირიან პროგრამაში Farm-to-Market Sprint. მეორე ეტაპი ფოკუსირებული იქნება პროდუქტის განვითარებაზე, გაყიდვების არხებზე წვდომასა და საინვესტიციო მზაობის გაძლიერებაზე. პროგრამის მიზანია, შექმნას სივრცე, სადაც ახალი იდეები საქმედ იქცევა და ახალგაზრდებს მიეცემათ შესაძლებლობა, თავიანთი ბიზნესგადაწყვეტილებები რეალურ ბაზარზე გამოცადონ.

გოგი დაუშვილი, „საირმეს რეკრეაციული ფერმის“ დირექტორი: „მნიშვნელოვანია, რომ ახალბედა მეწარმეებმა რეალურ გარემოში განავითარონ საკუთარი ბიზნესიდეები. AgriPreneur Sprint მათ შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ პრაქტიკული ცოდნა, მოიპოვონ მენტორების მხარდაჭერა და დაინახონ, როგორ შეიძლება მათი ინოვაციური იდეები ბაზარზე წარმატებით რეალიზდეს.

ჩვენ მიერ შექმნილი პროგრამა ტრადიციულ სოფლის მეურნეობასა და თანამედროვე სტარტაპ ეკოსისტემას შორის მყარ კავშირს აყალიბებს, რათა ადგილობრივმა სტარტაპებმა ახალი შესაძლებლობების რეალურად გამოყენება შეძლონ.

პროგრამა სხვადასხვა აგრარულ მიმართულებაზეა ორიენტირებული, მათ შორის მესაქონლეობაზე, რძის პროდუქტების წარმოებაზე, მეფუტკრეობას და თევზჭერაზე, რაც დამწყებ ბიზნესებს შესაძლებლობას აძლევს, თავიანთი საქმიანობა მრავალმხრივ განავითარონ“.

პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც ინდივიდუალურ მეწარმეებს, ისე გუნდებს, რომლებიც ფლობენ ინოვაციურ იდეას ან უკვე მართავენ მცირე აგრობიზნესს. შერჩევის შედეგად 10-12 გუნდი იმუშავებს პროფესიონალ მენტორებთან, გაივლის ინდივიდუალურ კონსულტაციებს, ჩაერთვება საველე ვიზიტებსა და სამუშაო შეხვედრებში.

ირაკლი სვანიძე, „კავკასიის უნივერსიტეტის“ ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი: „საირმეს რეკრეაციულ ფერმასთან“ თანამშრომლობა ჩვენთვის განსაკუთრებულია, რადგან სოფლის მეურნეობის სფეროში მეწარმეების პოტენციალის გაძლიერებასა და ინოვაციების განვითარებას ემსახურება.

ჩვენი მიზანია, სოფლის მეურნეობაში დაინერგოს თანამედროვე მიდგომები, ტექნოლოგიები და სტარტაპ კულტურა. გვსურს, აღნიშნული პარტნიორობა იქცეს პლატფორმად, სადაც ახალგაზრდებსა და მეწარმეებს ექნებათ შანსი, გახდნენ ცვლილებების მამოძრავებელი ძალა.

ხედვა ასეთია – სოფლის მეურნეობა აღარ უნდა იყოს მხოლოდ ტრადიცია, ის უნდა იქცეს განვითარების, ინოვაციებისა და ახალი შესაძლებლობების სივრცედ, რომელიც ქვეყნის ეკონომიკასაც მნიშვნელოვნად წაადგება“.

პროგრამის დასკვნით ეტაპზე გაიმართება დემო დღე, სადაც მონაწილეები თავიანთ იდეებს ინვესტორებს, დარგის ექსპერტებსა და ეკოსისტემის წარმომადგენლებს წარუდგენენ. ეს იქნება დაფინანსების მოპოვებისა და ბიზნესის ზრდის უნიკალური შესაძლებლობა.

„საირმეს რეკრეაციული ფერმა“ სოფლის მეურნეობას, ტურიზმსა და გარემოსდაცვით მიმართულებას აერთიანებს, თუმცა მისი მისია მხოლოდ ფერმერული საქმიანობით არ შემოიფარგლება. AgriPreneur Sprint ნათლად აჩვენებს, როგორ უწყობს ხელს მსგავსი ინიციატივები სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებას – სწორი პარტნიორობა, პროფესიონალური მენტორობა და პრაქტიკული გამოცდილება ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობებია.

პრეაქსელერაციის პროგრამაზე განაცხადების მიღება მიმდინარეობს.

გაზიარება8

დაკავშირებული -პოსტები

“აუცილებელია ვიცოდეთ, რა წარმოქმნის ფასნამატის აუცილებლობას” – გია ვოლსკი

იანვარი 24, 2026
27
მთავარი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, აუცილებელია იმ მარშრუტის ზედმიწევნის ცოდნა, რომელსაც საქონელი დახლებამდე გადის, რათა გაირკვეს, თუ რა წარმოქმნის იმ ფასნამატს, „რაც მოსახლეობას მძიმე ტვირთად აწევს“. როგორც გია ვოლსკიმ, სასურსათო პროდუქტებზე ფასების შემცირებასთან...

დაწვრილებითDetails

სიახლე ექთნებისა და მეან-ექთნებისის – ნახეთ რა გევალებათ

იანვარი 24, 2026
463
მთავარი

ექთნებისა და მეან-ექთნებისთვის სახელმწიფო რეესტრი იქმნება. შედეგად, ექთნებს რეესტრში ავტორიზაციის გავლა მოუწევთ. რეესტრის წარმოების წესი უკვე დამტკიცებულია, ცვლილებები კი 2026 წლის 26 იანვრიდან ამოქმედდება. „ექთნებისა და მეან-ექთნების რეესტრის წარმოება სახელმწიფო...

დაწვრილებითDetails

ავადმყოფი ერი ვართ? არა, მაშინ რა ხდება?- კარდიოქირურგი ნიკოლოზ ვაშაყმაძე პოსტს აქვეყნებს

იანვარი 24, 2026
374
მთავარი

კარდიოქირურგი ნიკოლოზ ვაშაყმაძე პოსტს აქვეყენებს. "რატომ გახდა კარდიოქირურგია "ცეხავიკების" საქმე?"- სვამს ის კითხვას და სამედიცინო სექტორში არსებულ  მძიმე მდგომარეობაზე საუბრობს: "კომენტარად დავწერე და ვფიქრობ გასტატუსება არ იქნება ურიგო: რატომ გახდა...

დაწვრილებითDetails

არასრულწლოვანის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

იანვარი 24, 2026
185
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, რუსთავში, არასრულწლოვანის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს. არსებული ინფორმაციით, დაკავებული ასევე არასრულწლოვანია. შემთხვევა გუშინ მოხდა. ფაქტს წინ, სავარაუდოდ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა, რა დროსაც 16 წლის...

დაწვრილებითDetails

„ქართული ოცნების” მიერ განსხვავებული აზრის მზარდი ჩახშობა“ – ჰელსინკის კომისია ბრიფინგს გამართავს

იანვარი 24, 2026
22
მთავარი

ჰელსინკის კომისია საქართველოში არსებული ვითარების შესახებ ბრიფინგს გამართავს, - ამის შესახებ ინფორმაცია კომისიის ვებგვერდზეა განთავსებული. კომისიის ცნობით, ბრიფინგი, სახელწოდებით „ქართული ოცნების" მიერ განსხვავებული აზრის მზარდი ჩახშობა“, 28 იანვარს, თბილისის დროით 23:00 საათზე...

დაწვრილებითDetails

გერმანიაში საქართველოს მოქალაქე ქურდობის ბრალდებით დააკავეს

იანვარი 24, 2026
183
მთავარი

გერმანიაში, ქალაქ დუისბურგში, საქართველოს მოქალაქე ქურდობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას გერმანული მედია "PRESSPORTAL" ავრცელებს. დუისბურგში გერმანიის პოლიციის თანამშრომლებმა 38 წლის ქართველი მამაკაცი დააკავეს. მამაკაცი რომელზეც ძარცვისთვის დაკავების ორდერი წინასწარ იქნა გაცემული, ქუჩაში შემოწმების დროს...

დაწვრილებითDetails

ბათუმში მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრის მშენებლობა დაიწყო

იანვარი 24, 2026
18
მთავარი

ბათუმში, ჩაქვის დასახლების ტერიტორიაზე მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრის კომპლექსის მშენებლობა დაიწყო. პროექტის ფარგლებში, 26 696 კვადრატულ მეტრ ფართობზე გათვალისწინებულია მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრის ორი იდენტური ბლოკის მოწყობა. ბლოკებში განთავსდება 180 დამოუკიდებელი ვოლიერი,...

დაწვრილებითDetails

ოსკარის ნომინანტები ცნობილია

იანვარი 24, 2026
23
მთავარი

ამერიკის კინოაკადემიამ წლევანდელი ოსკარების ნომინანტები დაასახელა. 13 ნომინაციით ამერიკული ფილმი, პოლ თომას ანდერსონის ბრძოლა ბრძოლის შემდეგ ლიდერობს. 9-9 ნომინაცია მიიღო მარტი დიდებულმა და ფრანკენშტეინმა ოსკარის დაჯილდოების ცერემონია თბილისის დროით 17 მარტს, 4:00 საათზე გაიმართება. 2026 წლის...

დაწვრილებითDetails

პატიმრობა ტროტუარზე დგომისთვის – ახალ პრაქტიკას ამკვიდრებს, რომელიც რუსეთის მსგავსი ავტორიტარული ქვეყნებისთვისაა დამახასიათებელი – „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“

იანვარი 24, 2026
15
ფოტო: მარიამ ნიკურაძე
მთავარი

პატიმრობა ტროტუარზე დგომისთვის - ეს გადაწყვეტილებები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, ადამიანის უფლებების სფეროში მოქმედ ყველა საერთაშორისო სტანდარტს და ახალ პრაქტიკას ამკვიდრებს, რომელიც რუსეთის მსგავსი ავტორიტარული ქვეყნებისთვის არის დამახასიათებელი, - ასე ეხმაურება „საერთაშორისო...

დაწვრილებითDetails

ცვლილება ჯანდაცვის სფეროში, რომელიც 26 იანვრიდან ამოქმედდება

იანვარი 24, 2026
37
xr:d:DAFHIEqHaUk:5,j:31316064576,t:22072217
მთავარი

ექთნებისა და მეან-ექთნებისთვის სახელმწიფო რეესტრი იქმნება, რომლის ფარგლებში მათ ავტორიზაციის გავლა მოუწევთ. რეესტრის წარმოების წესი უკვე დამტკიცებულია, ხოლო ახალი რეგულაციები ძალაში 2026 წლის 26 იანვრიდან შევა. დოკუმენტის მიხედვით, რეესტრი უზრუნველყოფს...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».