ამერიკული მისია მთვარეზე, რომლის ფარგლებშიც ასტრონავტები დედამიწის ზედაპირზე უნდა დაშვებულიყვნენ, 2025 წლამდე გადაიდო. NASA-ს ხელმძღვანელის განცხადებით გადაიდო არა მარტო მთვარეზე დაშვება, არამედ პროგრამის სხვა ეტაპებიც. კერძოდ, თანამგზავრის გარშემო უპილოტო აპარატის ფრენა 2021 წლის ნაცვლად 2022 წლის გაზაფხულზე განხორციელდება, ეკიპაჟიანი ხომალდი კი მთვარეს 2023 წლის ნაცვლად 2024 წელს ჩაუფრენს.
საქართველოსთან მიწისძვრა მოხდა
საქართველოს საზღვრიდან 26 კილომეტრში მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. კერძოდ, ინფორმაციის თანახმად, დღეს თბილისის დროით 16:20-ზე მოხდა 4.2(Ml) მაგნიტუდის მიწისძვრა რუსეთში, ინგუშეთში,...