საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მკვლევარს ბადრი ოყუჯავას თავს დაესხნენ. ინფორმაციას ამის შესახებ თავდაპირველად სოვლაბის პროექტის მენეჯერმა, პარლამენტის ყოფილი დეპუტატმა გიორგი კანდელაკმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.
“სოვლაბის მკვლევარს ბადრი ოყუჯავას რამდენიმე წუთის წინ 7 კაცი დაესხა თავს მაჭავარიანის და ბარნოვის კუთხეში” – წერს გიორგი კანდელაკი.
მოგვიანებით, ფეისბუქლაივით თავდასხმის შესახებ ისაუბრა თავად ბადრი ოყუჯავამაც. ბადრი ოყუჯავას თქმით, მას თავდამსხმელები ბრალს სდებდნენ რომ კედლებს ღებავდა. რამდენიმე ადამიანი მას ჯერ ფიზიკურად გაუსწორდა, შემდეგ კი პულივიზატორებით შეღებეს. ბადრი ოყუჯავა ამბობს, რომ მას ქართული ოცნების მხარდამჭერები გაუსწორდნენ.
“გამომსარჩლებელი არავინ იყო, 20 კაცი იდგა, 10 მირტყამდა და 10 უძახდა მიდი დაარტყიო, ეგაა სისხლისმსმელიო,” – განაცხადა ბადრი ოყუჯავამ. მისი თქმით, მოძალადეების წინააღმდეგ სამოქმედოდ აუცილებელია საზოგადოებამ მონაწილეობა მიიღოს ხვალ დაგეგმილ ევროპულ მარშში და 26 ოქტომბერს კი არჩევნებში.
ბადრი ოყუჯავა ამბობს. რომ ინფორმაცია უკვე მიწოდებული აქვს პოლიციას და სასწრაფო დახმარების სამსახურს და მათ ის ოფისში ელოდება.