ბათუმში უხვი ნალექის შედეგად რამდენიმე ქუჩა და ეზო დაიტბორა, – ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.
მობილიზებულია ტექნიკა და ხორციელდება ამოტუმბვითი სამუშაოები.
„ადგილზე იმყოფებოდა ბათუმის ვიცე-მერი ნუკრი დეკანაძე შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებთან ერთად.
პარალელურად იწმინდება სანიაღვრე ცხაურები და ზღვაში გამსვლელი არხები.
საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეუფერხებლად გადაადგილდება.
მერიის ყველა შესაბამისი სამსახური განაგრძობს საგანგებო რეჟიმში მუშაობას“, – ნათქვამია ინფორმაციაში