“მეგა ტვ” დაინტერესდა თუ როგორ აფასებენ მოქალაქეები ქუთაისში დასუფთავების სამსახურის მუშაობას. კითხვით სოციალურ ქსელში გამომწერებს მივმართეთ.
როგორც პოსტის კომენტარებში ვკითხულობთ, მოსახლეობის ნაწილი გადავსებულ ურნებსა და ანტისანიტარიაზე წუხს. ასევე პრობლემაა ურნების დროული დაცლა. მოქალაქეები ასევე აღნიშნავენ რომ, ადამიანებმა გარემოზე უნდა იზრუნონ და ნარჩენები ურნებთან არ დაყარონ.
დასუფთავების გადასახადიდან ქუთაისის ბიუჯეტში 2023 წელს 3 570 200 ლარი შევიდა, ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებლია ბოლო 5 წელიწადში.
ააიპ “სპეციალური სერვისების” 2022 წლის მონაცემებით, ქუთაისში 1 441 სანაგვე ურნა იდგა, ქალაქს კი ყოველდღიურად 18 ერთეული მანქანა ემსახურებოდა, სადაც 360 ადამიანი იყო დასაქმებული.