გულის იშვიათი დაავადება აქვს – 46 წლის ოთო რუსიტაშვილს საზოგადიების დახმარება სჭირდება.
“ნახალოვკაში ყველასათვის საყვარელ ადამიანს, 46 წლის ოთო რუსიტაშვილს (ლოშადას) უმძიმესი დიაგნოზი აქვს, გულის იშვიათი დაავადება – დილეტაციური კარდიომიოპათია. ოთო სიცოცხლის შესანარჩუნებლად სასწრაფოდ საჭიროა გულის გადანერგვის ოპერაცია, რომლის ღირებულებაც 150 000 ევროა.
ამ ეტაპზე მას დეფიბილატორი (ელექტროშოკი) აქვს გულმკერდის არეში, იმისათვის, რომ გულის ფუნქციონირების შეჩერების მომენტში სასიცოცხლო ფუნქცია აღადგინოს.
ბელარუსის დედაქალაქ მინსკის ერთ-ერთი კლინიკიდან თანხმობა მიიღო გულის გადანერგვის თაობაზე, თუმცა უსახსრობის გამო, ამ ეტაპზე ვერ ხერხდება ოპერაციის ჩანიშვნა. ეს დაავადება აღმოაჩნდა ოთოს მცირეწლოვან შვილს ელენიკოს, რომელიც 10 წლის წინ 14 წლის ასაკში გარდაიცვალა.
თუნდაც მცირედი დახმარება ოჯახისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ერთად დავეხმაროთ ოთოს, რომ გააგრძელოს სიცოცხლისთვის ბრძოლა!'” – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში
ანგარიშები:
თბს ბანკი – #GE50TB7473245064300021
საქართველოს ბანკი – #GE43BG0000000101059680.
01036000907(პირადი)
მიმღები – ლილი რუსიტაშვილი (ოთოს და)