ქუთაისში, მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით 5 პედაგოგს “ღვაწლმოსილი ქუთაისელის” წოდება მიენიჭა, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში მომავალი თაობის სწავლა-აღზრდის საქმეს ემსახურებიან.ჯილდო გადაეცათ რუსუდან დარახველიძე – N 3 სამუსიკო სკოლის დირექტორის მოადგილეს, ირინა სარუხანოვას, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი, ლუბა ლომაკინას, ცენრალური სამუსიკო სასწავლებლის პედაგოგი, ლია ყანჩაველს, ინგლისური ენის სპეციალისტსა და მაგული ქავზინაძეს, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის პედაგოგს.
ღონისძიება აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მულტიფუნქციურ სივრცეში გაიმართა. ჯილდოები ასევე გადაეცათ ქალაქის საჯარო სკოლების 78 გამორჩეულ პედაგოგს.
ჯილდო პედაგოგებს ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შენგელიამ, ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა მაია ცქიტიშვილმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გადასცეს.
ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ წარმატებული მასწავლებლების დაჯილდოება ქუთაისის მუნიციპალიტეტში ყოველწლიურად იმართება, მასწავლებელთა შრომისა და ღვაწლის პატივისცემისა და მხარდაჭერის მიზნით.