აჭარაში ინფიცირებული 9 თვის, 5 წლის ბავშვები და ერთი ქალი თბილისში გადაჰყავთ. ე.წ. ქობულეთის კლასტერიდან კორონავირუსი სულ 5 ადამიანს დაუდასტურდა. ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ნინო ნიჟარაძემ განაცხადა.
ხუთივე ინფიცირებული სოფელ ლეღვაში ცხოვრობს. მათ შორის ორი ადამიანი ერთი ოჯახის წევრია. ინფიცირებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
როგორც ნინო ნიჟარაძემ აღნიშნა, ქობულეთის ე.წ კლასტერთან კონტაქტში მყოფი 350 ადამიანი გამოიკვეთა.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს. სოფლებთან მისასვლელ გზებზე თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები არიან მობილიზებული.