LIVE TV
შაბათი, ივნისი 10, 2023
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები

+12
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
მთავარი მთავარი

9 თვეში სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის 306 შემთხვევა დაფიქსირდა

დაპოსტა 2019/10/30-ში
გაზიარება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წლის 9 თვეში, სექსუალური ხასიათის ქმედების ჩადენისთვის პასუხისგებაში მიეცა 152 პირი, რომელთაგან 114 პირი მხილებულ იქნა არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ სექსუალური ხასიათის დანაშაულში.

როგორც ბრიფინგზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორმა ნინო ცაციაშვილმა განაცხადა, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის განსაკუთრებით პრიორიტეტულია სქესობრივი დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლა და მსხვერპლის ინტერესებზე მორგებული გამოძიების უზრუნველყოფა.

მისი თქმით, არასრულწლოვანთა მიმართ სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების ჩამდენ პირთა მიმართ, სისხლის სამართლის პოლიტიკის გამკაცრებისა და აღნიშნული დანაშაულის პრევენციის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეიმუშავა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც სქესობრივი დანაშაულის ჩამდენ პირთა მიმართ სასჯელის გამკაცრებასა და მათთვის გარკვეული უფლებების ჩამორთმევას ითვალისწინებს. მაგალითად, სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდგომ, დანაშაულის ჩამდენ პირებს აეკრძალებათ სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებებში მუშაობა და ა.შ.

შსს-მ საკანონმდებლო ცვლილებები შეიმუშავა, რომლის თანახმადაც, არასრულწლოვნის გაუპატიურება ამ ცვლილებების თანახმად, უვადო თავისუფლების აღკვეთით დაისჯება.

ასევე, შეიქმნება სქესობრივი დანაშაულებისთვის მსჯავრდებულ პირთა ბაზა, რომლის მიზანი იქნება სქესობრივი დანაშაულის ჩამდენ პირთა კონტროლი და მათი მხრიდან მოსალოდნელი სექსუალური ძალადობისგან არასრულწლოვნების დაცვა. აღნიშნულ პროექტს საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე დაუჭირა მხარი. გამოძიების ეფექტიანად ჩატარებასთან ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის პრიორიტეტულია სექსუალური დანაშაულის საქმეებზე მსხვერპლის ინტერესებზე მორგებული გამოძიების წარმოება. ამ მიზნით, სამინისტროში შეიქმნა მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახური. კოორდინატორები პრიორიტეტულად მუშაობენ სქესობრივი დანაშაულის მსხვერპლ არასრულწლოვნებთან და ეხმარებიან დანაშაულის შედეგად გამოწვეული პირველადი სტრესის გამკლავებასა და შესაბამისი სერვისებით სარგებლობაში.

„2019 წლის 9 თვეში (იანვარი-სექტემბერი) რეგისტრირებულ იქნა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის 306 შემთხვევა.

ასევე, 2019 წლის 9 თვეში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების, გენერალური პროკურატურისა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის კოორდინირებული მუშაობის შედეგად, სექსუალური ხასიათის ქმედების ჩადენისთვის პასუხისგებაში მიეცა 152 პირი, რომელთაგან 114 პირი მხილებულ იქნა არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ სექსუალური ხასიათის დანაშაულში, ხოლო დანარჩენი 38 პირი – სრულწლოვნის მიმართ ჩადენილ სექსუალური ხასიათის ქმედებაში.

2018 წლის ანალოგიურ პერიოდში, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრა 127 პირს, რომელთაგან 101 პირი მხილებულ იქნა არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ სქესობრივ დანაშაულში, ხოლო დანარჩენი 26 პირი – სრულწლოვნის მიმართ ჩადენილ სექსუალური ხასიათის ქმედებაში.

არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილ სექსუალური ხასიათის საქმეებში ყველაზე მეტად ჭარბობს გარყვნილი ქმედებისა და სრულწლოვნის მიერ 16 წლის ასაკს მიუღწეველთან ნებაყოფლობითი სქესობრივი კავშირის შემთხვევები.

2019 წლის 9 თვეში, არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ გარყვნილ ქმედებაში მხილებულ იქნა 39 პირი, ხოლო 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში – 16 პირი.

2018 წელთან შედარებით, გარყვნილი ქმედების ჩადენის ფაქტებზე არასრულწლოვანთა და მათი მშობლების მხრიდან მომართვიანობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაზრდილია, რაც ამ მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე მიუთითებს.

გარყვნილი ქმედების ფაქტებზე შეტყობინების ინიციატორები არიან: ოჯახის წევრი/მშობელი – 53%; დაზარალებული ბავშვი – 8%; სოციალური მომსახურების სააგენტო – 6%; მანდატურის სამსახური – 6%; სკოლა – 4%; მეზობელი – 3%; ბავშვზე ზრუნვის ინსტიტუციები – 1%; არასამთავრობო ორგანიზაცია – 1%; სხვა – 18%.

მივმართავთ საზოგადოებას, ბავშვების მშობლებს და ყველა იმ პირს, ვისთვისაც ცნობილი ხდება არასრულწლოვანთა მიმართ განხორციელებული სქესობრივი დანაშაულის შესახებ, დაუყოვნებლივ აცნობონ პოლიციას, რათა მოხდეს დანაშაულზე დროული რეაგირება და თავიდან იქნას აცილებული დამნაშავეთა მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე“, – განაცხადა ცაციაშვილმა.

თეგები: სექსუალური ძალადობაძალადობა
გაზიარება82

დაკავშირებული -პოსტები

მსოფლიო ბანკი საქართველოს ეკონომიკური ზრდის აჩქარებას ელის

ივნისი 10, 2023
4
მთავარი

მსოფლიო ბანკმა გლობალური ეკონომიკის პერსპექტივების ახალი, ივნისის ანგარიში გამოაქვეყნა. კერძოდ, ანგარიშის მიხედვით, მიმდინარე წელს ქვეყანაში 4.4%-იანი ეკონომიკური ზრდა იქნება, რაც 0.4%-ით აღემატება იანვრის პროგნოზს. რაც შეეხება 2024 წლის ეკონომიკური ზრდის...

დაწვრილებით

ხვალ პოლონეთის პრეზიდენტთან მექნება საუბარი-ზელენსკი

ივნისი 10, 2023
2
მთავარი

იმედია, საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის ლიდერები ნატო-ში უკრაინის გაწევრიანების დაჩქარებაზე ფიქრობენ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კანადის პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრუდოსთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ კვირას მას...

დაწვრილებით

კანადის პრემიერმინისტრი კიევში ჩავიდა

ივნისი 10, 2023
1
მთავარი

  10 ივნისს კანადის პრემიერმინისტრი, ჯასტინ ტრუდო უკრაინის კონტრშეტევისთვის მხარის დასაჭერად კიევში ჩავიდა და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკისაც შეხვდა, თუმცა შეხხვედრის შესახებ დეტალები არ გავრცელებულა. ამასთან, ტრუდომ კიევის ცენტრში მემორიალთან პატივი...

დაწვრილებით

მიმდინარეობს კონტრშეტევითი მოქმედებები-ზელენსკი

ივნისი 10, 2023
7
მთავარი

„მნიშვნელოვანია, რომ რუსეთი მუდმივად გრძნობს, რომ ბევრი დრო არ რჩება... უკრაინაში მიმდინარეობს კონტრშეტევითი და თავდაცვითი მოქმედებები, რა ეტაპზეც დეტალურად არ ვისაუბრებ, მჯერა, რომ ამ ყველაფერს აუცილებლად ვიგრძნობთ. თქვენ უნდა ენდოთ...

დაწვრილებით

ალბათ ხოშტარიას გამოართვეს რუბლები-მდინარაძე თსუ-ში მომხდარ ინციდენტზე

ივნისი 10, 2023
7
მთავარი

თავიდან მივიდნენ ჟურნალისტები და ამის შემდეგ მიჰყვნენ სხვა ადამიანები, რომლებმაც, ალბათ, ხოშტარიას გამოართვეს რუბლები და ამით პროვოკაციის მოწყობა სცადეს, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე  მამუკა მდინარაძემ დღეს თბილისის...

დაწვრილებით

სიღარიბე და უმუშევრობა ისტორიულ მინიმუმზეა-ღარიბაშვილი

ივნისი 10, 2023
4
მთავარი

საქართველოს მთავრობის ცნობით, პრემიერმა ღარიბაშვილმა ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც სხდომის მონაწილეებმა მიმდინარე ეკონომიკური პროექტები და სამომავლო გეგმები მიმოიხილეს. "განიხილეს ეკონომიკური ზრდის პოზიტიური მაჩვენებლები. როგორც სხდომის მონაწილეებმა აღნიშნეს, მიუხედავად არსებული...

დაწვრილებით

რუსულ კანონად მონათლეს ამერიკული კანონი-ირაკლი კობახიძე

ივნისი 10, 2023
1
მთავარი

"წელს დაინიცირდა კანონი, რომელიც ითვალისწინებდა ერთადერთ რამეს, ეს იყო არასამთავრობო ორგანიზაციების, კოლექტიური გიგაურების გამჭვირვალობას და ამ კანონს დაარქვეს რუსული კანონი. დღეს ისინი ითხოვენ იმავეს საჯარო მოხელეებისგან, რასაც ასე აქტიურად გაურბოდნენ...

დაწვრილებით

დადასტურდა რომ კადიროველების საქართველოში ყოფნა იყო ტყუილი-კობახიძე

ივნისი 10, 2023
21
მთავარი

"რეალურად დადასტურდა, რომ კადიროველების ყოფნა საქართველოში იყო ტყუილი. არავითარი კადიროველების ყოფნა არ დადასტურებულა. მარტივი ტყუილი გაავრცელეს, მათ შორის გაავრცელეს ფოტოები იარაღით მყოფი ადამიანების, რომელიც აღმოჩნდა, რომ საერთოდ არ უკავშირდებოდა იმ...

დაწვრილებით

გმირიაო კაცი,რომელიც მოლოტოვის კოქტეილის ისვრის-მიტროპოლიტი სტეფანე

ივნისი 10, 2023
3
მთავარი

"...სკოლებში შემოიტანეს, ანუ, მშობლებს უნდა ეშინოდეს შვილებისა ისეთ რაღაცეებს გააკეთებენ და მასწავლებლებს ეშინიათ ბავშვებისა და მერე მოვლენ და გმირიაო კაცი, რომელმაც ე.ი. ცოცხლად დაწვა მოინდომაო ადამიანებისო და მოლოტოვის კოქტეილს ისვრის...

დაწვრილებით

მსუბუქი იყოს შენთვის ქუთაისის მიწა- ახლობლები 65 წლის ემიგრანტს ემშვიდობებიან

ივნისი 10, 2023
341
მთავარი

"გარდაიცვალა ემიგრანტი ზაირა ფხალაძე 65 წლის. მრავალი წელი იმყოფებოდა ემიგრაციაში საბერძნეთში. მოულოდნელად ცუდად გახდა და მეუღლემ რამდენიმე დღის წინ ქუთაისში ჩამოიყვანა. საქართველოში ჩამოსვლა მოასწრო და მის მიწა წყალზე დალია სული....

დაწვრილებით
მეტის ნახვა
მთავარი

მისთვის უნდა ვიგალობოო – ნიკოს პირველი მოძღვარი უკრაინიდან ჩამოფრინდა

სექტემბერი 21, 2021
1.8k
მთავარი

გელა ჩარკვიანი დღეს დაკრძალეს

ნოემბერი 11, 2021
309
კულტურა

3 აპრილს, ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში პრემიერეა შედგება

მარტი 31, 2021
157





+12











.

No Result
View All Result

© 2019 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2019 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!

შედით თქვენს ანგარიშზე

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms bellow to register

All fields are required. შესვლა!

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

შესვლა!