“კლინიკა ბომონდი”-ს კოვიდცენტრში 8 პაციენტი გამოჯანმრთელდა. გამოჯანმრთელებულებმა, რომელთა შორის სამი ბავშვია, კლინიკა უკვე დატოვეს.
გასული ღამის განმავლობაში კლინიკაში კოვიდდადებითი 7 პაციენტი მიიღეს. ადგილზე მკურნალობის კურსს 14 ინფიცირებული ორსული და ათი ბავშვი გადის.
ამ დროისთვის კოვიდცენტრს 97 ინფიცირებული, ხოლო 180 გამოჯანმრთელებული პაციენტი ჰყავს.