რიჩარდ გირი და მისი ახალგაზრდა მეუღლე, ალეჰანდრა სილვა National Geographic-ის ფილმის პრემიერაზე იმყოფებოდნენ. 72 წლის მსახიობი საოცრად ბედნიერად გამოიყურებოდა, ის 39 წლის სილავს გვერდიდან არ შორდებოდა და გამუდმებით ხელს ხვევდა წელზე. ორივეს ყოველდღიური ტანისამოსი ეცვა. რიჩარდმა ნაცრისფერი შარვალი და მაისური მოირგო, ალეჰანდრას კი შავი კაბა ამშვენებდა. შეგახსენებთ, რომ რიჩარდ გირმა და ალეჰანდრა სილვამ 2018 წელს იქორწინეს. მათ ორი ვაჟი ჰყავთ.
ქუთაისელი ლადო სანიკიძე ალპაგუტში მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი გახდა
17 წლის ქუთაისელი ლადო სანიკიძე ალპაგუტში მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი გახდა. ლადომ 70 კილოგრამ წონით კატეგორიაში თურქი, ირანელი და აზერბაიჯანელი მეტოქეები დაამარცხა. ახალგაზრდა სპორტსმენი ფინალში თურქ მებრძოლთან დამარცხდა. როგორც ლადო სანიკიძე ,,მეგა...









