1995 წლის 19 სექტემბერს საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ გრიგოლ ფერაძე წმინდანად შერაცხა – წმინდა მღვდელმოწამე არქიმანდრიტ გრიგოლ ფერაძის ხსენების დღედ 6 დეკემბერი დადგინდა.
1942 წლის 6 დეკემბერი. ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკი… დედიშობილა, ერთ რიგად ჩამწკრივებულ გაძვალტყავებულ ადამიანებს გერმანელმა ოფიცერმა უღრიალა: – მანამ იდგებით ამ ყინვაში, ვიდრე დამნაშავე არ გამოჩნდებაო. მაგრამ დანაშაული არ არსებობდა, შესაბამისად – არც დამნაშავე…
უკლებლივ ყველას სიკვდილი ელოდა – რა გაუძლებდა ამ საშინელ ყინვას…
მწკრივს ერთი კაცი გამოეყო – ქართველი არქიმანდრიტი, თეოლოგი და მეცნიერი გრიგოლ ფერაძე და თქვა: – დამნაშავე მე ვარ!
ჯერ ძაღლები მიუსიეს, მერე ნავთი გადაასხეს და დაწვეს…
არსებობს მისი სიკვდილის სხვა ვერსიაც, მაგრამ ერთი რამ უეჭველია: ბოლო წუთებში, ისევე როგორც ხშირად ცხოვრებაში, თქვა: “მადლობა, ღმერთო, ყველაფრისთვის!..” – ვრცლად