Site icon megatv.ge

საქართველოს ემიგრანტთა ასოციაციის პრეზიდენტი – ემიგრანტთა დისკრიმინაციასთან ბრძოლის კანონის შესახებ განცხადებას აკეთებს

საქართველოს ემიგრანტთა ასოციაციის პრეზიდენტმა ლევან სიმონაშვილმა  ფეისბუქ ჯგუფში   ” საქართველოს ემიგრანტთა ასოციაცია • Georgian Emigrants Association “-  ქართველ ემიგრანტებს დისკრიმინაციასთან ბრძოლის კანონის შესახებ ამცნო.
პოსტს უცვლელად გთავაზობთ :
 ” ემიგრანტებო, იცოდეთ ახალი კანონი.
ნიუ–იორკმა აკრძალა ტერმინი „არალეგალური უცხო“ (Illegal alien), როდესაც ის გამოიყენება „ადამიანის განაწყენების, დამცირების ან შევიწროების მიზნით“, ნათქვამია ქალაქის მიერ გავრცელებულ ახალ მითითებებში.
გასულ კვირაში გამოცხადებულმა ქალაქის ახალმა მითითებებმა ასევე აკრძალა ემიგრანტის მიმართ დისკრიმინაცია ინგლისური ენის ცოდნის საფუძველზე. ასევე იკრძალება მუქარა, რომ “დისკრიმინაციული მოტივიდან გამომდინარე” საიმიგრაციო ხელისუფლებას დაურეკავენ. დამრღვევს შეიძლება დაეკისროს 250,000 აშშ დოლარამდე ჯარიმა.
ამ სტატიაში მოყვანილია მაგალითი. ამ თვის დასაწყისში, ნიუ–იორკის მოსამართლემ მესაკუთრეს დააკისრა 17,000 აშშ დოლარის გადახდა, რადგან ის დაემუქრა უდოკუმენტო მდგმურს, რომ საემიგრაციო პოლიციას დაურეკავდა.
გაუზირეთ მეგობრებს, რომ იცოდნენ – უდოკუმენტო ადამიანსაც იცავს კანონი ნიუ–იორკში. “
Exit mobile version