სოფელ ზედა ეწერის ამბულატორიის ექიმი დოდო მდინარაძე, კორონავირუსით გარდაცვლილი კოლეგის შესახებ პოსტს აქვეყნებს:
„ჩვენო კოლეგავ, მედიკო, ულმობელ ვირუსთან ბრძოლაში გაილია შენი სიცოცხლის დღეები. იბრძოდი სიცოცხლისათვის და გადარჩენისათვის, მაგრამ ამაოდ. ძალიან დამწყვიტე გული, საოცარ ტკივილს განვიცდი შენი გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებ შენს დედას ასე რომ გაამწარე შენი გარდაცვალებით. უფალს ებარებოდეს შენი სული. ამინ!”, – წერს მდინარაძე სოციალურ ქსელში.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ კახათის ამბულატორიის ექიმი 52 წლის მედიკო შელია კორონავირუსით გარდაიცვალა. მას რუხის კლინიკაში 2 კვირაზე მეტხანს მკურნალობდნენ, თუმცა მედიკოსებმა კოლეგის სიცოცხლის გადარჩენა ვერ შეძლეს.