5 წლის გოგონა შემთხვევით გასროლას ემსხვერპლა. შემთხვევა აშშ-ში ატლანტას შტატში მოხდა.
მადლიერების დღის აღსანიშნავად შეკრებილი ოჯახის ერთ-ერთ წევრს თან იარაღი ჰქონდა რის მიმართაც უყურადღებობამ ტრაგედია გამოიწვია.
ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა არასრულწლოვანმა იარაღთან წვდომა მარტივად შეძლო და კჰალის ემბრანტის მიმართულებით გაისროლა.
ტყვია მცირეწლოვანს მკერდის არეში მოხვდა. ის საავადმყოფოში მიყვანიდან ერთ საათში გარდაიცვალა.
ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ხალისის ტყუპისცალი ტრავმულ შოკშია და დამატებითი ფსიქოლოგიური თერაპია უტარდება.
საქმეს პოლიცია იძიებს.