შსს კახეთში, 5 წლის ბავშვზე სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული მამაკაცის დააკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა არასრულწლოვანის ძალადობის ბრალდებით მიმალვაში მყოფი მსჯავრდებული ა.ა. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში დააკავეს.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროდან იუწყებიან, თბილისის სააპელაციო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გამოცხადების შემდეგ, მსჯავრდებული სოფელ უზუნთალის მიმდებარედ არსებულ ტყეში მიიმალა.
“2019 წლის 5 ივლისს, 58 წლის ა.ა. პოლიციამ არასრულწლოვანთან სექსუალური ხასიათის ქმედების განხორციელების ბრალდებით დააკავა.
მიმდინარე წლის 1 ოქტომბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა გურჯაანის რაიონული სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი და ა.ა.
დამნაშავედ ცნო 138-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, ჩადენილი ძალადობით და წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
ჩადენილი დანაშაულისთვის სააპელაციო სასამართლომ ა.ა.-ს 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა”,- აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.