LIVE TV
სამშაბათი, იანვარი 26, 2021
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

+12
megatv.ge
ახალი ამბები
No Result
View All Result
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება ა
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

5 უგემრიელესი სამარხვო კერძი საახალწლოდ

თინათინ ახვლედიანი by თინათინ ახვლედიანი
დაპოსტა 2019/12/19-ში
ახალი წელი 2020, კულინარია
გაზიარება

საახალწლო სამზადისი აქტიურ პროცესში შედის.  უკვე ბევრმა მორთო სახლი სადღესასწაულოდ, დაგეგმა წვეულებების განრიგი, შეარჩია სამოსი და ა.შ. ამ დიდ სამზადისში უნდა მოვიფიქროთ რა იქნება ჩვენი საახალწლო სუფრის კერძები. დღეს სამარხვო კერძების იდეებს შემოგთავზებთ, რომლებიც 31 იანვრისთვის შეგიძლიათ მოამზადოთ.

ფარშირებული წიწაკა ნიგვზიანი სოუსით

 

ინგრედიენტები:

  • ტკბილი წიწაკა, წითელი – 4-6 ცალი
  • მოხარშული ბრინჯი – 4-5 ს.კ.
  • ნიორი – 5 კბილი
  • სტაფილო – 1 ცალი
  • ხახვი – 1 თავი
  • ნიგოზი – 100-130 გ
  • ქინძი – 30 გ
  • ძმარი – 2 ს.კ.
  • ზეთი – 2 ს.კ.
  • უცხო სუნელი – 1 ჩ.კ. (ნახევარი სოუსში, ნახევარი გულსართში)
  • მარილი და პილპილი

 

მომზადების წესი

ნიგოზი, ნიორი, ქინძის ნაწილი მოათავსეთ ბლენდერში და კარგად დააქუცმაცეთ. დაამატეთ ხმელი სუნელი, ცოტა წყალი და ძმარი. კარგად აურიეთ, რომ თხელი  არაჟნის სისქის სოუსი მიიღოთ.

ტაფაში მოშუშეთ დაჭრილი ხახვი და გახეხილი სტაფილო. დაამატეთ უცხო სუნელი, დაჭრილი ქინძი და ბრინჯი. ამ შიგთავსით ამოავსეთ გასუფთავებული წიწაკა.
ტაფაზე გააცხელეთ ცოტა ზეთი და მოშუშეთ ფარშირებული წიწაკები 15 წუთის განმავლობაში, თავდახურული, დაბალ ცეცხლზე, სანამ არ დარბილდება.

შემდეგ დაასხით სოუსი და განაგრძეთ შუშვა კიდევ 5-10 წთის განმავლობაში.

 

ბოსტნეული მაიონეზის სოუსში

 

ინგრედიენტები:

  • კარტოფილი – 2-3 ცალი
  • სოკო – 200 გ
  • სტაფილო – 1 ცალი
  • მაიონეზი – 100 გ
  • ნიორი – 2-3 კბილი
  • ყვითელი ყვავილი – 1/2 ჩ.კ.
  • უცხო სუნელი – 1/2 ჩ.კ.
  • წითელი წიწაკა, დაფქული
  • მარილი

მომზადების წესი

კარტოფილი მოხარშეთ, გააციეთ და დაჭერით კუბებად. ტაფაზე დაბრაწეთ სოკო, სოკოს ამოღების შემდეგ იმავე ტაფაზე მოშუშეთ გახეხილი სტაფილო. შეურიეთ ერთმანეთს ღრმა თასში.

სამარხვო მაიონეზი გაათხელეთ ანადუღარი წყლით, დაამატეთ სუნელები, ნიორი, მარილი, პილპილი და მოასხით ბოსტნეულს. შეგიძლიათ დაამატოთ სასურველი მწვანილი.

სოკოს “სტროგანოვი” – ბიფ-სტროგანოვის სამარხვო ალტერნატივა

 

ინგრედიენტები:

  • სოკო – 400 გ
  • ხახვი – 1-2 თავი
  • სოიის სოუსი – 1-2 ს.კ.
  • ფქვილი – 2 ს.კ.
  • წყალი – 250-350 მლ
  • მარილი და პილპილი
  • დაფნის ფოთოლი

მომზადების წესი

ხახვი დაჭერით და ზეთში მოშუშეთ. დაამატეთ დაჭრილი სოკო, სოიოს სოუსი და განაგრძეთ შუშვა. დაამატეთ 250 მლ წყალი და წამოადუღეთ, ხარშეთ რამდენიმე წუთი.
ფქვილი გახსენით ცოტაოდენ ცივ წყალში და დაამატეთ სოკოს. ასევე დაამატეთ მარილი, პილპილი და დაფნა. ხარშეთ კიდევ რამდენიმე წუთი შესქელებამდე. თუ სოუსი სქელია, გაათხელეთ ცოტა წყლით, თუ თხელია, ფქვილი დაამატეთ.

სურვილისამბერ დაამატეთ მწვანილი ან რომელიმე სუნელი.

სამარხვო სალათა კივით

 

ინგრედიენტები:

  • სტაფილო – 1 ცალი, მოხარშული
  • კარტოფილი – 1 ცალი, მოხარშული
  • ქამა სოკო – 4 ცალი
  • ზეთი – 1 ჩ/კ
  • ლიმონის წვენი – 1 ჩ/კ
  • ტკბილი მდოგვი – 1 ჩ/კ
  • მაიონეზი (სამარხვო)
  • მარილი და პილპილი
  • კივი – გასაფორმებლად
  • ბროწეულის მარცვლები – გასაფორმებლად

მომზადების წესი:

კარტოფილი და სტაფილო წვრილად დავჭრათ. სოკო თხლად დავჭრათ და ზეთში მსუბუქად მოვშუშოთ, დავუმატოთ
მარილი და პილპილი. მაიონეზში ავურიოთ მარილი, პილპილი და ლიმონის წვენი და ყველა ინგრედიენტთან ერთად
ავურიოთ. კივი გავფცქვნათ და თხელ ფენებად დავჭრათ.
სალათა ლამაზად ამოვიღოთ თეფშზე და მოვრთოთ კივითა და ბროწეულით

სამარხვო ღვეზელი ნიგვზით

 

ინგრედიენტები:

  • ნიგოზი
  • შაქარი
  • ვანილი
  • ცომი

მომზადების წესი

ნიგოზი გავატაროთ. დავამატოთ შაქარი, ცოტა ვანილი და კოვზით ავურიოთ ერთმანეთში. ჩავდოთ შიგთავსი ცომში. მივცეთ ღვეზელის ფორმა და შევწვათ ზეთიან ტაფაზე.

გაზიარება129
megatv.ge





+12









ბოლოს დამატებული ამბები

ქუთაისის მერი ქალაქის ადმინისტრაციულ ერთეულებში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს ეცნობა

იანვარი 26, 2021
No Result
View All Result

© 2019 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება ა
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2019 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

შედით თქვენს ანგარიშზე

Forgotten Password?

Fill the forms bellow to register

All fields are required. შესვლა!

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

შესვლა!

დაამატე ახალი Playlist