ავთოს გულშემატკივრებო!
ავთოს სპონდილოდისციტი, ანუ ხერხემლის ანთება აქვს, და რაც ყველაზე საგანგაშოა, პროკლაციტონინის, ანუ სეფსისის მაჩვენებელი ზღვარზე ორჯერ მეტია.
ავთოს საავადმყოფოდან სახლში გადმოყვანა მოგვიწია – ოჯახის და მეგობრების მიერ მოძიებული, ასევე თქვენი მეშვეობით შემოწირული თანხა მთლიანად გაიხარჯა თბილისში, ორი განმეორებითი ოპერაციის და პოსტოპერაციული მკურნალობისთვის.
ამ ეტაპზე დანიშნული მკურნალობისთვის მხოლოდ 10 დღის სამყოფი ანტიბიოტიკის ავსტრიიდან ჩამოტანისთვის საჭიროა 4020 ევრო, რომელიც ხვალამდე უნდა შევაგროვოთ, რადგან შაბათს მოფრინავს ადამიანი, ვისაც წამლის წამოღება შეუძლია ვენიდან.
კიდევ ერთხელ გთხოვთ გვერდში დადგომას – გაგვიზიარეთ ინფორმაცია, რომელ ფონდს, სახელმწიფო დაწესებულებებს თუ საჯარო პირებს შეიძლება მივმართოთ დახმარებისთვის!
უკვე 5 თვეა, რაც ვცდილობთ ავთოს გადარჩენას, კვლავ თქვენი ჯადოქრობის იმედი გვაქვს!
#GE08BG0000000528108727 საქართველოს ბანკი
#GE42TB7127345061100067 თიბისი ბანკი
PayPal – paypal.me/agogeshvili
GoFundMe – https://gofund.me/285a3d40
წყარო_ერთად ავთოსთვის