4 წლის დამიანემ სიმსივნე დაამარცხა.
სასიხარულო ინფორმაციას სპეციალურად შექმნილ ჯგუფში “ერთად დამიანესთვის” პატარას დედა, ნათია ჭელიძე ავრცელებს.
“ძალიან სასიხარულო ამბავი გვაქვს, ჩვენო დიდი ოჯახო, მოვიდა საბოლოო პასუხი და უფლის წყალობით, დამიანე სრულიად გამოჯანმრთელებულია. მალევე დაიგეგმება კათეტერის ამოღებაც”, – წერს ბავშვის დედა “ფეისბუქში”.