4 ოქტომბრიდან ქუთაისი – რიგის მიმართულებით რეგულარული საჰაერო მიმოსვლა აღდგება – ამის შესახებ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გვერდზე ვკითხულობ. აღსანიშნავია რომ მოქალაქეებს 10 დღიანი სავალდებულო იზოლაციის გავლა მოუწევთ:
“ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, საქართველოდან ლატვიის რესპუბლიკაში ჩასული პირები ექვემდებარებიან 10 დღიან სავალდებულო თვითიზოლაციას:
https://bit.ly/33HTPrg
თვითიზოლაციის ვალდებულება არ ვრცელდება იმ პირებზე, რომლებიც ლატვიის გავლით მიემგზავრებიან სხვა ქვეყნებში. ასეთ შემთხვევაში, ჩამოსულმა მგზავრმა მაქსიმუმ 12 საათში უნდა დატოვოს ლატვიის ტერიტორია.
შეგახსენებთ, რომ 4 ოქტომბრიდან ქუთაისი – რიგის მიმართულებით რეგულარული საჰაერო მიმოსვლა აღდგება.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია ავიაკომპანია Wizz Air-ის ვებგვერდზე:
https://wizzair.com/” – ნათქვამია ინფორმაციაში.
აქვე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 30 სექტემბერს 8 წლის გახდა.
“მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი უდიდესი სურვილი იყო თქვენთვის მთელი მსოფლიო გვეჩვენებინა, ბოლო დროს ამას შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ვერ ვახერხებდით, მაგრამ გვჯერა, რომ ერთად კიდევ ბევრ ქალაქს მოვინახულებთ” – წერია ქუთაისის აეროპორტის გვერდზე.