ორშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 12:40-ზე, მთვარე მშვილდოსანშია
კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას, ცხიმიან საკვებს. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
ვერძი
დაიწყეთ ახალი საქმეები, განახორციელეთ ადრე დაგეგმილი პროექტები, საღამოს უმჯობესია უარი თქვათ ალკოჰოლზე, უცნობია, როგორ მოიქცევით მისი გავლენის ქვეშ.
კურო
ზოგადად სამყაროთი და თქვენი ცხოვრებით უკმაყოფილებამ შეიძლება გამოიწვიოს აგრესიის შეტევები, რომლებიც მიმართული იქნება ახლობლების წინააღმდეგ – ამ შემთხვევაში გარანტირებული გაქვთ მათთან კონფლიქტი.
ტყუპები
დღეს ვარსკვლავები გირჩევენ, თავი შეიკავოთ ხალხმრავალი ადგილების მონახულებისგან, თუნდაც ეს შეხვედრა წინასწარ გქონოდათ დაგეგმილი – დიდია ვირუსის დაჭერის ალბათობა, რომელიც დიდი ხნით შეგაწუხებთ.
კირჩხიბი
დღე, როცა არავისთან კამათი არ გინდა: თუნდაც ასი პროცენტით დარწმუნებული ხართ, საკუთარ სიმართლეში. მეტი დრო დაუთმეთ თვითგანვითარებას. კარგი იქნება განმარტოებით მუშაობა. საღამოს – რომანტიკული ვახშამი.
ლომი
დღეს – როგორც ნებისმიერ სხვა დღეს – უნდა აკონტროლოთ საკუთარი თავი: ემოციებს აყოლილმა შეიძლება გააკეთოთ ის, რასაც მოგვიანებით ინანებთ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში და იქნება დამღლელი.
ქალწული
დღეს ფულს მაქსიმალური სიფრთხილით უნდა მოეპყროთ: თუ ზედმეტ თანხას დახარჯავთ, რისკავთ ნეგატიურ ფინანსურ ნაკადში მოხვედრას, რაც დამძიმებულ ფინანსურ ვითარებას შექმნის.
სასწორი
გაღიზიანება, რომელიც შეიძლება დღეს განიცადოთ სხვების მიმართ, არ უნდა ეხებოდეს თქვენს ახლობლებს: მათთან ჩხუბი დიდხანს გაართულებს ურთიერთობას საყვარელ ადამიანებთან.
მორიელი
დღეს ვარსკვლავები გირჩევენ, რაც შეიძლება ნაკლები ისაუბროთ და მაქსიმალურად მოუსმინოთ: ჯერ ერთი, ბევრ ახალს და საინტერესოს გაიგებთ და მეორეც, არ იტყვით ისეთ რამეს, რასაც მოგვიანებით ინანებთ.
მშვილდოსანი
თქვენ არ უნდა დაუკავშირდეთ ადამიანებთან, რომლებიც თქვენში უარყოფით ემოციებს იწვევენ: დღეს განსაკუთრებით რთული იქნება მათი გაძლება, მაგრამ ჩხუბი ნამდვილად არ გააუმჯობესებს თქვენს ურთიერთობას – პირიქით, ასე რომ, უნდა მოერიდოთ მათ.
თხის რქა
მაშინაც კი, თუ კატეგორიულად უკმაყოფილო ხართ თქვენი ცხოვრებისეული გარემოებებით, თავი შეიკავეთ თვითკრიტიკისგან: დაბალი თვითშეფასება არასოდეს არავის დაეხმარა სერიოზული შედეგების მიღწევაში. უმჯობესია, იფიქროთ, როგორ გაიუმჯობესოთ ცხოვრებაც და თქვენი მდგომარეობაც.
მერწყული
ძალიან მნიშვნელოვანია იპოვოთ ის, რაც მოგწონთ: უმჯობესია, თუ ის სამუშაოს უკავშირდება, მაგრამ ჰობი ასევე არ არის აკრძალული: მთავარია, რომ მას მოაქვს არა მხოლოდ სიამოვნება, არამედ ხელშესახები სარგებელიც, თუნდაც მატერიალური.
თევზები
გაიუმჯობესეთ დამოკიდებულება უცხოელ პარტნიორებთან. დაიწყეთ ახლის შესწავლა. უმჯობესია დღეს საყვარელ ადამიანთან კამათისგან თავი შეიკავოთ, რომელიც წარმოიქმნება წვრილმან საკითხებზე.