33 წლის ბარბადოსელი ლამაზმანი რიანა ოფიციალურად გახდა მილიარდერი და მსოფლიოს უმდიდრესი ქალი მუსიკოსი.
ფორბსის ინფორმაციით, ვარსკვლავის ქონება 1.7 მილიარდ დოლარს შეადგენს. მსოფლიოში უმდიდრესი ქალების სიაში რიანას მხოლოდ ტელეწამყვანი ოპრა უინფრი უსწრებს.