Site icon megatv.ge

31 მარტს ჩარტერული რეისით საქართველოში 180 მოქალაქე ჩამოფრინდა

“ჯორჯიან ეარვეისის” ჩარტერული რეისით საქართველოში 180 მოქალაქე ჩამოფრინდა. როგორც “ჯორჯიან ეარვეისის” გენერალურმა დირექტორმა, რომან ბოკერიამ “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, ჩარტერული რეისი თბილისი-ამსტერდამი-თბილისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 1 საათის დაგვიანებით, 20:30 საათზე ჩამოფრინდა.

ცნობისთვის, საქართველოს მოქალაქეების სხვადასხვა ქვეყნებიდან დასაბრუნებლად ჩარტერულ რეისები სრულდება. 23 მარტს განხორციელდა ბერლინი-თბილისის, 24 მარტს – ათენი-თბილისის, 26 მარტს ვენა-თბილისის, 28 მარტს – ვარშავა-თბილისის რეისი.

დაგეგმილია შემდეგი სპეც რეისები: 3 აპრილი – ბერლინი-თბილისი – Georgian Airways, ასევე 3 აპრილი – ვარშავა-თბილისი – LOT Polish Airlines, 4 აპრილი -ლონდონი-თბილისი – Georgian Airways (კომპანიის გეგმიური რეისი), 7 აპრილი -ათენი-თბილისი – Georgian Airways, 10 აპრილი -ლარნაკა-თბილისი – Georgian Airways.

საქართველოს პრემიერ-მინისტრთან არსებული საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით და პრემიერ-მინისტრის მითითებით, საბჭოს მიერ განსაზღვრულ ავიარეისებზე სამგზავრო ბილეთის ფასი არ უნდა აღემატებოდეს 199 ევროს. ამასთან, საქართველოში ჩამოსული ყველა მგზავრი ექვემდებარება 14 დღიან სავალდებულო კარანტინს.

Exit mobile version