LIVE TV
შაბათი, თებერვალი 27, 2021
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

+12
megatv.ge
ახალი ამბები
No Result
View All Result
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება ა
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

30 წუთის განმავლობაში 1 200°C-ს უძლებს – ქართული სტარტაპი რომელმაც $160 000-იანი ინვესტიცია მოიპოვა

მეგა TV by მეგა TV
დაპოსტა 2021/01/12-ში
საზოგადოება ა, საინტერესოა
გაზიარება

ELVEN TECHNOLOGIES ქართული სტარტაპია, რომელიც მეხანძრის მაღალტექნოლოგიურ უნიფორმას ქმნის. მათი პროდუქტი ინოვაციურია იმით, რომ სრულიად ცეცხლგაუმტარია (30 წუთის განმავლობაში 1200°C-ს უძლებს) და აქვს ამ ეტაპზე ბაზარზე არსებული ერთადერთი შიდა გაგრილების სისტემა მთელ სხეულზე. ამ ორ ახალ მახასიათებელს აქვს პოტენციალი, მოხსნას მეხანძრეთა უსაფრთხოების პრობლემა. ასეთი სახით მეხანძრეს საშუალება აქვს შეუფერხებლად იმუშაოს ალმოდებულ შენობაში და ზიანის გარეშე გადაარჩინოს ადამიანების სიცოცხლე.

ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ გარდა უსაფრთხოების უზრუნველყოფისა, უნიფორმა ამოწმებს მეხანძრის ჯანმრთელობის მდგომარეობას და ამ მონაცემს საკონტროლო ცენტრს გადასცემს.

Elven Technologies-ის გუნდმა პირველი საინვესტიციო რაუნდი და 2020 წელი 160 000$-ის ინვესტიციით დახურა. აღსანიშნავია, რომ ამ “რაუნდში” ცხრა ინვესტორი მონაწილეობდა.

ჩვენ სტარტაპის თანადამფუძნებელს, სანდრო ჩუბინიძეს ვესაუბრეთ. სანდრო სტარტაპის მიზნებზე, უპირატესობებზე, ინვესტიციის მოპოვების მნიშვნელობაზე და სამომავლო პერსპექტივებზე გვესაუბრა.

“ჩვენი სტარტაპის მთავარი მიზანია გავაუმჯობესოთ, დავხვეწოთ, და გამოვიგონოთ სხვადასხვა ტექნოლოგიები Personal Protective Equipment(PPE) სფეროში. პროდუქტის კუთხით პირველები ვართ, ვინც კონკრეტულ ინოვაციურ მატერიას ვიყენებთ ცეცხლგამძლე უნიფორმის გასაკეთებლად. ეს მატერია რთულად “დასამორჩილებელია” და აბსოლუტურად სხვა ინდუსტრიაში გამოიყენება, თუმცა ჩვენ შევძელით, რომ შეგვექმნა პროტოტიპი, რომელიც უკვე ტესტირებას გადის”, — გვითხრა სანდრომ.

რაც შეეხება ინვესტიციას, მძიმე 2020 წლის მიუხედავად, სტარტაპმა საკმაოდ დიდი დაფინანსება მოიპოვა. სანდროს თქმით, ამისთვის გუნდმა ძალები არ დაიშურა და ძალიან ბევრი იშრომა.

“160 000$-დან 45 000$ ქართველი ინვესტორებისგან მოვიპოვეთ. ამ 45 000 დოლარის აწევის შემდეგ, ჩვენ უფრო დიდ დაფინანსებას ვეძებდით, თუმცა ასეთი ინვესტორი საქართველოში ვერ ვიპოვეთ. საბედნიეროდ, მალე სილიკონ ველიდან ვენჩერული სტუდიო Technovate გამოჩნდა, რომელმაც 50 000$ გამოგვიყო. ამის შემდეგ ჩვენ მოვიპოვეთ GITA-ს 650 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტი და მათგან ავწიეთ დანარჩენი 65 000$. ამ თანხით აუცილებელ დანადგარებს და მატერიალებს შევიძენთ. ასევე, ვიქირავებთ სამუშაო ოფისს”, — გვითხრა სანდრომ.

სანდრო და მისი მეგობრები დაფინანსების გამოყენებით, მეხანძრის უნიფორმის დახვეწას და საბოლოო პროდუქტამდე მიყვანას გეგმავენ. სტარტაპში ვარაუდობენ, რომ ამისთვის 6-9 თვე დასჭირდებათ. ამ დროის შემდეგ, მათ სილიკონ ველიზე გამგზავრება სურთ. ამ ყველაფრის კულმინაცია და მთავარი მიზანი კი, როგორც სანდრო ამბობს, ულტრათანამედროვე კოსტიუმის დამზადებაა, რომელსაც ასტრონავტები კოსმოსში გამოიყენებენ. მეტიც, სტარტაპში გეგმავენ, რომ პირველ მარსელ კოლონისტებს სწორედ მათი კოსტიუმები ეცმევათ.

on.ge

გაზიარება72

“მიცვალებული მეორედ გარდაიცვალა”-რა ხდება საფიჩხიის სასაფლაოზე?

თებერვალი 22, 2021
9.4k

ქუთაისში, ერთერთი ყველაზე ძველი, საფიჩხიის სასაფლაო ნელ-ნელა იძარცვება. სასაფლაოებიდან, ბიუსტები და წარწერები, საფლავის ქვები იკარგება. რა ვითარება დახვდა მეგა ტვ-ის...

ნაცებო გაიპარეთ ძილში, მიწაში – რა მოხდა ქუთაისის ცენტრალურ ბაღში (+ვიდეო)

თებერვალი 19, 2021
5.4k

გაიპარეთ ძილში ნაცებო - ეს წარწერა მოქალაქემ ქუთაისის ცენტრალუ ბაღში ოპოზიციისა და სამოქალაქო ატივისტების მიერ გაშლილ კარავზე გააკეთა. ერთ-ერთმა აქტივისტმა...

ქუთაისში ქვეითს ავტომობილი დაეჯახა

თებერვალი 21, 2021
4.1k

ქუთაისში ქვეითს ავტომობილი დაეჯახა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ გამსახურდიას ქუჩაზე, კიკვიძის ძეგლთან მოხდა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ ავტომობილი ახალგაზრდა ქალს დარჯახა....

გისაყვედურე იმიტომ რომ აღარ გავდი ადამიანს – ქუთაისში Covid19-ს ექიმი ემსხვერპლა

თებერვალი 22, 2021
2.6k

ქუთაისში კორონავირუსისს კიდევ ერთი ექიმის სიცოცხლე ემსხვეპლა. 36 წლის ავთო ბურჯალიანის გარდაცვალების შესახებ მისი კოლეგები სოციალურ ქსელში წერენ: Covid19 -თან...

მთავარი

“მიცვალებული მეორედ გარდაიცვალა”-რა ხდება საფიჩხიის სასაფლაოზე?

თებერვალი 22, 2021
9.4k
megatv.ge





+12









ბოლოს დამატებული ამბები

ქუთაისში ავტოდრომის მოწყობას ითხოვენ (+ვიდეო)

თებერვალი 27, 2021
No Result
View All Result

© 2019 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება ა
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2019 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

შედით თქვენს ანგარიშზე

Forgotten Password?

Fill the forms bellow to register

All fields are required. შესვლა!

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

შესვლა!

დაამატე ახალი Playlist