
რენესანსის ეპოქის ხელოვნების ნიმუში აღმოჩნდა ნახატი, რომელიც ოთხი წლის წინ ამერიკელმა კაცმა, მასაჩუსეტსში ერთ-ერთ ბაზრობაზე 30 დოლარად შეიძინა. ნახატი დაახლოებით 1503 წელს გერმანელი მხატვრის, ალბრეხტ დიურერის მიერაა შესრულებული და მისი ნამდვილი ღირებულება დაახლოებით 50 მილიონი დოლარია.









