ჩოხატაურში, კორონავირუსით ინფიცირებული 3 თვის ბავშვი ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში მოათავსეს. ექიმების ინფორმაციით ბავშვის მდგომარეობა ამ დროისთვის საშუალო სიმძიმისაა,მას დამატებით კვლევები უტარდება.
“ახლახანს კატასტროფის ბრიგადამ შემოიყვანა ჩვილი დადაატურებული კოვიდ-19-ის დიაგნოზით. მცირეწლოვანის მდგომარეობა საშუალო სიმძმიმით ხასიათდება, არ აღენიშნება პლევმონია და სხვა გართულებები. ამ ეტაპზე, ბოქსირებულ განყოფილებაში 10 კოვიდინფიცირებული განაგრძობს მკურნალობას”,- განაცხადა კლინიკის სამედიცინო დირექტორმა ნოდარ მაღლაფერიძემ.
ჩვილის ოჯახი დაინფიცირებული ქალის კონტაქტს წარმოადგენდა და თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ინფიცირებულს ჩვილი ხელში ეჭირა და სწორედ ასე მოხდა ვირუსის გადადება.
„ფიზიკური კონტაქტი იყო, ბავშვი ხელში ეჭირა ინფიცირებულს,“- განაცხადა გამყრელიძემ.