Site icon megatv.ge

29 და 30 ივნისს ქართველი გულშემატკივრებისთვის საქართველო-ესპანეთის მატჩზე დასასწრებად ჩარტერული რეისები დაინიშნება

29 და 30 ივნისს ქართველი გულშემატკივრებისთვის საქართველო-ესპანეთის მატჩზე დასასწრებად ჩარტერული რეისები დაინიშნება. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

ფრენები განხორციელდება თბილისი – კელნი -თბილისის მიმართულებით.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ჩარტერები შესრულდება 29 და 30 ივნისს, ხოლო 2 ივლისს ქართველი გულშემატკივრები შეძლებენ გერმანიიდან საქართველოში დაბრუნებას. ჩარტერულ რეისებს შეასრულებენ ავიაკომპანიები: ჯორჯიან ეარვეისი და ჯორჯიან ვინგსი.

სამინისტროს ცნობით, ცალმხრივი ავიაბილეთის ღირებულება 195 ევრო იქნება – შესაბამისად, ორმხრივი ავიაბილეთის ღირებულება შეადგენს 390 ევროს.

“სუბსიდირებული ავიაბილეთით სარგებლობას საქართველოს ის მოქალაქეები შეძლებენ, რომლებიც ფეხბურთის მატჩზე დასასწრებ ბილეთებს ფლობენ. ავიაბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ პორტალზე TKT.GE”- ნათქვამია განცხადებაში.

26 ივნისს, EURO 2024-ზე საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პორტუგალია დაამარცხა და მერვედფინალში გადავიდა.

30 ივნისს საქართველო ესპანეთის ნაკრებს შეხვდება.

Exit mobile version