საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 333 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 56 პაციენტი.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 5 052 პირი.
გუშინ საქართველოში 36 951 ტესტი ჩატარდა.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 838 639 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 779 510 გამოჯანმრთელდა, 11 927 კი გარდაიცვალა.