27 წლის ექთნის, მეგი ბაქრაძის მეუღლე სამცხე-ჯავახეთის პოლიციის სამმართველოში გამოკითხვაზე იმყოფება. მანუჩარ კობახიძე გამოკითხვაზე უფლებადაცველთან ერთად მივიდა. „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, საგამოძიებო უწყებამ უკვე გამოკითხა კლინიკა “იმედისა” და ადგილობრივი ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ თანამშრომლებიც.
ცნობისთვის, 27 წლის ექთანი მეგი ბაქრაძე, რომელსაც „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა, თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა.
მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.