1954 წლის 24 ნოემბერს დაიბადა სერბი კინორეჟისორი, მსახიობი და მუსიკოსი. მას ბალკანელ ფელინის უწოდებენ. საერთაშორისო აღიარება მოუტანა ფილმებმა „ბოშათა დრო“, „როცა მამა საქმეზე იყო წასული“, „არიზონას ოცნება“ და „მიწისქვეშეთი“. „არიზონას ოცნება“ იყო მისი პირველი ინგლისურენოვანი ფილმი, რომელიც ჰოლივუდში გადაიღო ამერიკელი მსახიობების მონაწილეობით. მისმა 1998 წლის ფილმმა „შავი კატა, თეთრი კატა“ 1998 წლის ვენეციის კინოფესტივალზე სამი ჯილდო მოიპოვა.