ბათუმში კორონავირუსით ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა, 21 წლის გოგო ბათუმის საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა.
ის ფილტვების მძიმე დაზიანებებითა და თანმდევი რთული დაავადებებით სამკურნალოდ 24 ივლისს შეიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
საქართველოში გასული დღე-ღამის განმავლობაში 38 ინფიცირებული გარდაიცვალა.