რუსეთმა 2022 წლის თებერვლიდან უკრაინაში სრულმასშტრაბიანი შეჭრის შემდეგ მინიმუმ 700 000 ჯარისკაცი დაკარგა და ომზე 200 მილიარდ დოლარზე მეტი “დახარჯა”. ამის შესახებ 7 დეკემბერს კალიფორნიაში გამართულ რონალდ რეიგანის ეროვნული უსაფრთხოების ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას პენტაგონის ხელმძღვანელმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა და მოსკოვის დანაკარგებს შოკისმომგვრელი ფასი უწოდა.
ოსტინმა ხაზი გაუსვა კრემლისთვის წინააღმდეგობის გაწევის და უკრაინის მხარდაჭერის მნიშვნელობას და მოუწოდა აშშ-ს მთავრობაში მათ მემკვიდრეებს დაიცვან ეს პოლიტიკა.