სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის პირველ ორ კვარტალში ქვეყანაში 6 286 ხანძარი დაფიქსირდა, რის შედეგადაც დაიღუპა 28 ადამიანი, ხოლო ტრავმა მიიღო 79-მა.
ამასთან, ხანძრების შედეგად, ქვეყნის მასშტაბით 241 შენობა-ნაგებობა განადგურდა.
გარდა ამისა, საქსტატის ცნობით, მიმდინარე წლის პირველ ორ კვარტალში ტრეფიკინგის მუხლით ჩადენილია 8 დანაშაული, აქედან შსს-ს მიერ ხუთი საქმეა გახსნილი.