LIVE TV
ორშაბათი, იანვარი 12, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ხმების პარალელური დათვლის (PVT) მონაცემების თანახმად, შემაჯამებელი ოქმების 8%-ში იყო მეტობა

დაპოსტა 2021/01/29-ში
36
ნახვა
გაზიარება

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ხმების პარალელური დათვლის (PVT) მონაცემების თანახმად, შემაჯამებელი ოქმების 8%-ში იყო მეტობა. შემაჯამებელ ოქმებში დისბალანსი საარჩევნო ადმინისტრაციამ უმეტესწილად კენჭისყრის დღის შემდეგ გაასწორა,- ამის შესახებ ინფორმაციას „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” აცხადებს.

როგორც ორგანიზაციაში განმარტავენ, „სამართლიანი არჩევნების“ მმართველი რგოლის ცვლილების შემდეგ ორგანიზაციამ სიღრმისეულად შეისწავლა ხმების პარალელური დათვლის (PVT) შერჩევაში შესული ყველა საარჩევნო უბნის შემაჯამებელი ოქმი და თანდართული დოკუმენტები – სულ 850 უბანი, მათ შორის 25 სპეციალური, ე.წ. COVID-უბანი და პენიტენციურ დაწესებულებებში გახსნილი სამი საარჩევნო უბანი.

მათივე ინფორმაციით, სააარჩევნო უბნების პროპორციული კენჭისყრის შემაჯამებელი ოქმების შესწავლისას ისეთი შემაჯამებელი ოქმების რაოდენობამ, რომელშიც საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების და ბათილად მიჩნეული ბიულეტენების ჯამი აღემატება არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას, PVT შერჩევის 8% შეადგინა.

„აქედან: საარჩევნო უბნების 3.6%-ზე მეტობით დისბალანსის მქონე პროპორციულ შემაჯამებელ ოქმებში მონაცემები კენჭისყრის დღის მომდევნო დღეს საოლქო საარჩევნო კომისიებში გამოცემული შესწორების ოქმებით, ხოლო მომდევნო დღეებში – საოლქო კომისიების განკარგულებებით დაკორექტირდა. აქედან: საარჩევნო უბნების 2.9%-ზე შემაჯამებელი ოქმები დაბალანსდა; საარჩევნო უბნების 0.7%-ზე შემაჯამებელ ოქმებში მონაცემები არ დაბალანსდა. ოქმში მონაცემები გადათვლის საფუძველზე დაზუსტდა ერთ უბანზე;

საარჩევნო უბნების 1.3%-ზე პროპორციულ შემაჯამებელ ოქმებში მეტობით დისბალანსის განმარტების ან შესწორების მიზნით არ არის გამოცემული შესწორების ოქმი და/ან განკარგულება; დაწერილია მხოლოდ ახსნა-განმარტება ან მონაცემი უშუალოდ შემაჯამებელ ოქმში არის გადასწორებული;

საარჩევნო უბნების 0.6%-ზე პროპორციული შემაჯამებელი ოქმები საარჩევნო უბნებზე საეჭვო გარემოებაში შესწორდა. ძირითადად, ეს იმას გულისხმობს, რომ “სამართლიანი არჩევნების” დამკვირვებლის მიერ მიღებული, დამოწმებული ასლის და ცესკო-ს საიტზე გამოქვეყნებული შემაჯამებელი ან შესწორების ოქმების მონაცემები არ ემთხვევა ერთმანეთს და იძლევა განსხვავებულ შედეგს;

საარჩევნო უბნების 1.8%-ზე პროპორციულ შემაჯამებელ ოქმებში დაფიქსირებული „მეტობით დისბალანსი“ შესწორდა კენჭიყრის დღესვე საარჩევნო უბანზე, თუმცა შესწორების ოქმები შედგა გარკვეული ხარვეზებით. ეს ხარვეზებია: შესწორების ოქმს აკლია ბეჭედი; შედგენილია მაჟორიტარული სისტემისთვის განკუთვნილ დოკუმენტზე; არასათანადო გრაფებში აქვს მითითებული შესწორებული მონაცემები; შემაჯამებელ ოქმში გადახაზულია/გადაკეთებულია შესწორებული მონაცემი; არ არის გაკეთებული მითითებები შესწორების შესახებ; არასწორად აქვს მითითებული კომისიის ბეჭედი, თარიღი და/ან დრო; აკლია კომისიის წევრის ხელმოწერა, რომელიც ხელს აწერს შესწორების ოქმს; ცარიელი გრაფები არ არის შევსებული X-ით; ბალანსი არ შედგა და ნაკლებობაში აისახა;

საარჩევნო უბნების 0.7%-ზე პროპორციულ შემაჯამებელ ოქმებში დაფიქსირებული „მეტობით დისბალანსი“ კენჭისყრის დღესვე, საარჩევნო უბანზე შედგენილი შესწორების ოქმების საფუძველზე შესწორდა“, – განაცხადეს ორგანიზაციაში გამართულ შემაჯამებელ ბრიფინგზე.

ორგანიზაციის ინფორმაციითვე, პროპორციულ შემაჯამებელ ოქმებში ბიულეტენების ნაკლებობა დაფიქსირდა საარჩევნო უბნების 25.8%-ზე, აქედან, საარჩევნო უბნების 2.9%-ზე პროპორციულ შემაჯამებელ ოქმებში, რომელშიც ბიულეტენების ნაკლებობა გამოვლინდა, კენჭისყრის მომდევნო დღეს ან მოგვიანებით შესწორდა, საოლქო საარჩევნო კომისიაში შედგენილი შესწორების ოქმებით, ან განკარგულებებით. აქედან: 1.6%-ზე ოქმები დაბალანსდა.

„საარჩევნო უბნების 19.4%-ზე, პროპორციულ შემაჯამებელ ოქმებში დისბალანსის შესწორების მიზნით არ შედგენილა შესწორების ოქმი და/ან განკარგულება;

საარჩევნო უბნების 3.5%-ზე, პროპორციულ შემაჯამებელ ოქმებში გამოვლენილი ბიულეტენების ნაკლებობა კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბანზე შედგენილი შესწორების ოქმით შესწორდა, აქედან: 1.9%-ზე, კენჭისყრის დღეს, საარჩევნო უბანზე შესწორების ოქმის მონაცემის გათვალისწინებით, პორპორციულ შემაჯამებელ ოქმში ბალანსი არ შედგა და კვლავ ნაკლებობით დარჩა.

შემაჯამებელი ოქმი არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობის განმსაზღვრელი ძირითადი სამართლებრივი აქტია, რომლის შედგენისა და შესწორების წესი მკაცრად არის განსაზღვრული კანონმდებლობით. შესწორების ოქმი უნდა შედგეს საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ, შემაჯამებელ ოქმში შეცდომის დაშვებისთანავე და შესაბამისი მონაცემის გასწვრივ მაშინვე უნდა გაკეთდეს წარწერა „შესწორებულია“, – აღნიშნეს ორგანიზაციაში.

მათივე ინფორმაციით, საქართველოს კანონმდებლობა შესაბამისი სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებების არსებობისას კენჭისყრის დღის მომდევნო დღეს საოლქო საარჩევნო კომისიაში საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ შესწორების ოქმის გამოცემის შესაძლებლობასაც უშვებს, მაგრამ არა ზოგადი პრაქტიკის სახით, არამედ „საჭიროების შემთხვევაში“ და იქვე უთითებს, რომ ეს უნდა მოხდეს შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების ახსნა-განმარტებების ან/და სხვა სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლების არსებობისას.

“სამართლიანი არჩევნების“ დასკვნით, საოლქო კომისიებში შესწორებული ოქმები გავრცელებულ პრაქტიკას წარმოადგენდა და ხშირად გამოიცემოდა ყოველგვარი ფორმალური თუ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე.

„კერძოდ, ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც საოლქო საარჩევნო კომისიებში შედგენილი შესწორების ოქმები შემაჯამებელ ოქმში ასახული მონაცემები გადათვლის გარეშე, წერილობითი ან/და ზეპირი ახსნა-განმარტებების საფუძველზე ზუსტდებოდა, რაც მონაცემების შესწორებისთვის არასაკმარისი საფუძველია და სანდოობის სტანდარტს არ აკმაყოფილებს.

PVT უბნებთან დაკავშირებით გამოცემული განკარგულებების ანალიზმა ასევე აჩვენა, რომ ისინი არ არის სათანადოდ დასაბუთებული და გამოცემულია საქმის გარემოებათა სრულყოფილად შესწავლის გარეშე. შესწორებების ოქმების მსგავსად, საოლქო კომისიები, უმრავლეს შემთხვევაში, აქაც საარჩევნო კომისიის წევრების ახსნა-განმარტებებს ეყრდნობოდნენ. ამგვარი განკარგულებები ვერ აკმაყოფილებს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთებისათვის კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტს“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

გაზიარება14

დაკავშირებული -პოსტები

“დაადეს ჯარიმა, წაართვეს მანქანები და 6.5 მლნ დოლარი, რომელიც ჩამოერთვა, მიემართა ბიუჯეტში”- ღარიბაშვილის ადვოკატი

იანვარი 12, 2026
94
მთავარი

ამ ადამიანმა აღიარა დანაშაული, წავიდა ციხეში, დაადეს ჯარიმა, წაართვეს მანქანები. ამ ეტაპზე გზაშია, რომ მივიდეს რუსთავამდე თუ სადაც მიჰყავთ, ციხემდე - მისი სახლიდან იყო ამოღებული ე.წ. ფლეშკები და მსგავსი რაღაცები და...

დაწვრილებითDetails

“ვოლოდიმირ ზელენსკის მხოლოდ ერთი „კარტი“ აქვს: დონალდ ტრამპი” – ტრამპი

იანვარი 12, 2026
95
მთავარი

ვოლოდიმირ ზელენსკის მხოლოდ ერთი „კარტი“ აქვს: დონალდ ტრამპი, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა The New York Times-თან ინტერვიუში განაცხადა. დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის „კარტები არ აქვს და...

დაწვრილებითDetails

ირაკლი ღარიბაშვილი რუსთავის მე-12 ციხეში გადაიყვანეს

იანვარი 12, 2026
157
მთავარი

ირაკლი ღარიბაშვილი რუსთავის მე-12 ციხეში გადაიყვანეს. ის სასამართლო დარბაზში დააპატიმრეს. სხდომას მხოლოდ თავად ბრალდებული ღარიბაშვილი, მისი ადვოკატები, პროკურორები და ბადრაგები ესწრებოდნენ. ოცნების ყოფილ პრემიერმინისტრს საპროცესო შეთანხმების ფარგლებში 5-წლიანი პატიმრობა, 1...

დაწვრილებითDetails

დარბაზშივე დააკავეს და ამჟამად, სავარაუდოდ, არის სასჯელაღსრულების დაწესებულების გზაზეა – ადვოკატი

იანვარი 12, 2026
260
მთავარი

პროცესზე მოსამართლემ ჰკითხა ირაკლი ღარიბაშვილს, აღიარებდა თუ არა მის მიმართ წარდგენილ ბრალს, რაზედაც ბატონმა ირაკლიმ უპასუხა, რომ კი ბატონო, აღიარებდა მის მიმართ წარდგენილ ბრალს - დარბაზშივე დააკავეს და ამჟამად, სავარაუდოდ, არის სასჯელაღსრულების...

დაწვრილებითDetails

ოქროს ფასი რეკორდულ ნიშნულზეა

იანვარი 12, 2026
290
მთავარი

12 იანვრის მონაცემებით, ერთ უნციაზე ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად, $4,600-ს გადააჭარბა. ხოლო ვერცხლის ღირებულება უნციაზე, ასევე ყველა დროს მაქსიმუმამდე, $83.96-მდე გაიზარდა. ანალიტიკოსები, ძვირადღირებულ ლითონებზე ფასების ზრდას გაურკვეველ გეოპოლიტიკურ და ეკონომიკურ მდგომარეობასთან...

დაწვრილებითDetails

საპენსიო ფონდი სპეციალურ ინფორმაციას ავრცელებს

იანვარი 12, 2026
87
მთავარი

საქართველოს საპენსიო ფონდი 2025 წლის 31 დეკემბრის სტატისტიკურ მონაცემებს ავრცელებს. საპენსიო ფონდის მონაცემებით, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა მილიონ 706 ათასი ადამიანია. „2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა...

დაწვრილებითDetails

ირაკლი ღარიბაშვილს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

იანვარი 12, 2026
292
მთავარი

საქართველოს პროკურატურამ ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა - მას სასჯელის სახედ და ზომად 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. "საქართველოს პროკურატურამ ბრალდებულ ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა, რომლის თანახმადაც ყოფილ პრემიერ-მინისტრს, საქართველოს სსკ-ის...

დაწვრილებითDetails

დაზიანებები მიღებული აქვს სუს-ის თანამშრომელს და მის დისშვილს- შსს ოზურგეთში მომდარ დაპირისპირებაზე განცხადებას ავრცელებს

იანვარი 12, 2026
268
მთავარი

ოზურგეთში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს:  ოზურგეთში ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა ორ არასრულწლოვანს შორის, წინა დღეს მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც ერთ-ერთის ბიძას, სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის თანამშრომელს, თავის არეში მიყენებული აქვს...

დაწვრილებითDetails

გარდაცვლილის შვილიშვილს დიდი დოზით მიაღებინეს მედიკამენტი…- რას ყვებიან ოჯახის ახლობლები

იანვარი 12, 2026
2.7k
მთავარი

“იარაღი ჰაერში გაისროლა თავდაცვის- მიზნად.როცა წართმევას უპირებდნენ უცებ მიხვდა შუბლთან.მაგის შედეგად არგარდაცვლილა,მაგას გული ქონდა ნაოპერაციები ნაიფაქტარი იყო და ალბათ ,ნერვიულობის ნიადაგზე გულმა დაარტყა.სამწუხაროა იმ გარდაცვლილსაც ვიცნობ და მის შვილებსაც.კარგი ხალხია.ბავშვმა...

დაწვრილებითDetails

აი­ძუ­ლებ­დნენ “კანონიერი ქურდისთვის” დაერეკა-ცნობილია გარდაცვლილი პირის ვინაობა

იანვარი 12, 2026
182
crime concept by police line tape with blurred forensic law enforcement background in cinematic tone and copy space (crime concept by police line tape with blurred forensic law enforcement background in cinematic tone and copy space, ASCII, 116 compon
მთავარი

გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ოზურ­გეთ­ში ადა­მი­ან­თა ჯგუფს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბი­სას ერთი ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა - "გუ­რი­ის მო­ამ­ბის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, ეს იყო “ქურ­დულ გარ­ჩე­ვა”, რო­მელ­შიც, სა­ვა­რა­უ­დოდ, პო­ლი­ცი­ე­ლიც მო­ნა­წი­ლე­ობ­და, რა­საც შსს-ში კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყო­ფენ. შემ­თხვე­ვა, ქა­ლაქ ოზურ­გეთ­ში, მდი­ნა­რე...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».