2020 წელს მარტო მოგზაურობისათვის 20 საუკეთესო ადგილი დასახელდა. რეიტინგი HypeBae-მ გამოაქვეყნა.
ერთ-ერთი საუკეთესო მიმართულება ტურუსტებისთვის, რომლებსაც მარტო მოგზაურობა უყვართ, ხორვატიაა.
რეიტინგის შექმნელები მიიჩნევენ, რომ ეს ქვეყანა იდეალურია პარკებში სასეირნოდ, ღირშესანიშნაობების დასათვალიერებლად და ღვინის დასაგემოვნებლად. გარდა ამისა, დუბროვნიკში შესაძლებელია ცნობილი სერიალის „სამეფო კარის თამაშების“ გადასაღები მოედნის ნახვა.
რეიტინგში მეორე ადგილს პერუ და მის ტერიტორიაზე მდებარე ინკების ძველი ქალაქი მაჩუ-პიქჩუ იკავებს.
სიაში ასევე არიან:
მალტა
ბალი
სამხრეთ კორეა
ნიუ-იორკი
შვეიცარია
იტალია
ნიუ ორლეანი
კოპენჰაგენი
ესპანეთი
ისლანდია
ჰონკონგი
ამსტერდამი
ახალი ზელანდია
მოროკო
ავსტრალია
ტაილანდი
იაპონია
სინგაპური