ჟურნალისტი რუსუდან ნიკურაძე, რომელიც წლების მანძილზე რუსეთში და კერძოდ, მოსკოვში პროფესიულ საქმიანობას ეწეოდა, საქართველოს ოკუპაციის თემას ეხმაურება. იგი რუსული აგრესიისა და ჰიბრიდული ომის მეთოდებს კარგად იცნობს და არსებული ვითარების ანალიზის შედეგად მიაჩნია, რომ არა 20 არამედ საქართველოს 100% ოკუპირებულია და ომი გრძელდება : ,,20% კი არა, 100% აქვს რუსეთს უკვე აქ ოკუპირებული. ნუ მოვიტყუებთ თავს. ის ტექსტები (ქმედებანი ცალკე თემაა), რაც ვოლსკისა და ზურაბიშვილის სამარცხვინო, კოლაბორანტულ ჩანაწერებშია, სრული ოკუპაციის დასტურია. ესაა ოკუპაციური რეჟიმი ჰიბრიდული ომის კლასიკური გამოვლინებით. ესაა საქართველოს სრული ინტერვენცია სამხედრო და რუსეთის მიერ მოთრეული ხელისუფლების გამოყენებით. ამათი დასავლური შირმები უკვე ჩამოფხრეწილია ნიღბებთან ერთად. ომი გრძელდება. დიდება გმირებს” – წერს რუსუდან ნიკურაძე.
“ეს ანტი-ევროპული და ანტი-ეროვნული რეჟიმი უნდა დაემხოს!” – თინა ბოკუჩავა
ნიკა გვარამია თავად მზად იყო ამ უსამართლო ტყვეობისთვის, მაგრამ ასეთ დროს, ვინც ვერასდროს იქნება მზად, არიან ოჯახის წევრები და განსაკუთრებით, შვილები. ეს ანტი-ევროპული და ანტი-ეროვნული რეჟიმი უნდა დაემხოს! თავისუფლება ნიკას! თავისუფლება...