“გოგონა ბეღურა”- 19 დეკემბერი ედიტ პიაფის დაბადების დღეა. მრავალი ფაქტი და მოვლენა ედიტ პიაფის ცხოვრებაში დღემდე ბურისითაა მოცული.გადმოცემით 1915 წლის სუსხიანი დეკემბრის ღამეს პოლიციელს, რომელიც უბნის პატრულირებას ახდენდა, ყვირილი შემოესმა. ადგილზე მისვლისას მან მშობიარე ქალი აღმოაჩინა. ახალშობილი დედამ პოლიციელის ლაბადაში შეახვია და ედიტი დაარქვა. რაც შეეხება ედიტის დედას,უიღბლო მსახიობი ანიტა მაიარი იყო- მამა , ლუი გასიონი კი – ქუჩის აკრობატი. პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე ლუი ფრონტზე მოხალისედ წავიდა, 2 წლის შემდეგ კი გაიგო რომ ცოლმა მიატოვა, ედიტი კი თავის მშობლებს დაუტოვა. . გარემო, რომელშიც პატარა ედიტი იზრდებოდა, საშინელი იყო და ლუიმ ედიტი დედამისთან გადაიყვანა, რომელიც ნორმანდიულ საროსკიპოში მზარეულად მუშაობდა. პატარა ედიტის ცხოვრებას სირთულეები მუდამ ახლდა თან.მალევე აღმოჩნდა, რომ ედიტი სრულიად ბრმა იყო, ბებიამ ქალაქ ლიზიეში წმინდა ტერეზას საფლავზე წაიყვანა, სადაც ათასობით მლოცველი იკრიბებოდა სრულიად საფრანგეთიდან. 1921 წლის 19 აგვისტოს ისინი საფლავთან მივიდნენ, 25 აგვისტოს ედიტს მხედველობა აღუდგა. იგი ექვსი წლის იყო. რაც შეეხება სცენას, მისი დებიუტი 9 წლის ასაკიდან დაიწყო. მსოფლიოში ცნობილი სახელი პიაფი მომღერალს ლუი ლეპლემ აჩუქა, რომელიც პარიზის ერთ-ერთი კაბარეს მფლობელი იყო. სწორედ მისი დამსახურებით დაიწყო მომღერლის წარმატებული კარიერა. მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე მისივე შემოქმედება წარმატების პიკს აღწევდა, თუმცა ამის პარალელურად არც პირად ცხოვრებას ივიწყებდა და გაუთავებლად იცვლიდა მამაკაცებს. მისი ცხოვრება სავსე იყო იმედგაცრუებით, აღიარებით, ტკივილით, ნარკოტიკებით. ედიტ პიაფის ბოლო სასცენო გამოსვლა 1963 წლის 18 მარტს შედგა,1963 წლის 11 ოქტომბერს კი გარდაიცვალა.
შობადობა 5.0%-ით შემცირდა
2023 წელს, საქართველოში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 40 214 ბავშვი შეადგინა, მათ შორის 21 010 ბიჭი და 19 204 გოგოა. აღნიშნული მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით შემცირებულია 5.0 პროცენტით - მონაცემებს საქსტატი ავრცელებს. 2023 წელს,...