18 წლიანი ძებნის შემდეგ დორტმუნდის აეროპორტში მკვლელობაში ბრალდებული ქართველი კაცი დააკავეს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს . გამოცემის ცნობით, კაცი აეროპორტში ქუთაისიდან ჩავიდა.
მედიის ინფორმაციითვე, 2005 წელს, ქალაქ გრაცში, მან 29 წლის კაცი გულის არეში სასიკვდილოდ დაჭრა. მკვლელობის სავარაუდო მოტივი ძარცვა იყო.