კობაიძე ამბობს, რომ მოსამართლე საზოგადოების ზეგავლენის ქვეშაა და ამის გამო, ახალგაზრდა სპორტსმენებს კარიერა ენგრევათ.
“საზოგადოების ზეგავლენის ქვეშაა მოქცეული სასამართლო, პროკურატურის ზეგავლენის ქვეშაა სასამართლო და სამარცვინოა ასეთ მოსამართლეებს რომ ვხედავ. სამარცხვინოა ის გადაწყვეტილება, რომ მოქმედ სპორტსმენებს, 19-20 წლის ბიჭებს კარიერა დაენგრათ იმის გამო, რომ ვიღაცამ არ იფიქროს, როგორი გადაწყვეტილება მიიღოს მოსამართლემ.
რა თქმა უნდა, ყველანაირ სამართლებრივ ბერკეტს გამოვიყენებთ მათ შორის ვაპირებთ, რომ აღკვეთის ღონისძიების საკითხი გავასაჩივროთ სტრასბურგის სასამართლოში და დარწმუნებული ვართ, რომ სტრასბურგის სასამართლო სხვაგვარად იმსჯელებს. მე არ მაქვს იმედი, რომ თბილისის სააპელაციო კოლეგია იქნება მოწოდების სიმაღლეზე და ამ გადაწყვეტილებას შეცვლის. საზოგადოებისა და პროკურატურის ზეგავლენის ქვეშ არის მოქცეული სასამართლო და სამარცხვინოა ასეთ მოსამართლეებს,რომ ვხედავთ,” – განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ.
შეგახსენებთ, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულ 17-ვე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა – გადაწყვეტილება მცხეთის რაიონულმა სასამართლომ ცოტა ხნის წინ მიიღო. სხდომა დღეს 09:30-დან დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა, რადგან საქმეში რამდენიმე არასრულწლოვანი ფიგურირებს.
ფეხბურთელის დაკარგვის შესახებ ოჯახმა 19 ივნისს განაცხადა.
4-დღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს
წყარო: fortuna.ge