ამბები




ოზურგეთში ფერმერს სახლი დაუცხრილეს


ოზურგეთში ფერმერს სახლი დაუცხრილეს
თავდასხმა გურიაში - უცნობმა პირებმა, ერთ-ერთი ფერმერის, თემურ ქამადაძის სახლი დაცხრილეს. შემთხვევა სოფელ ხვარბეთში, გუშინ გვიან ღამით მოხდა. ინცინდენტის დროს ქამადაძე სახლში მარტო იმყოფებოდა. წინასწარი ინფორმაციით, საცხოვრებელ სახლს სანადირო თოფიდან რამდენიმე ტყვია მოხვდა; დაზარალებული მომხდარს, მის მიერ ადგილობრივ მედიაში გაკეთებულ განცხადებებს უკავშირებს სადაც ის, ორი წლის წინ მომხდარი ძარცვის გამოუძიებლობას აპროტესტებდა და ოზურგეთის პოლიციის წინ საპროტესტო აქციას აანონსებდა. თემურ ქამადაძე აცხადებდა, რომ ქვეყანა ჩალით არის დახურული და სიმბოლურად, პოლიციის შენობასთან ჩალის მიტანას გეგმავდა; ინციდენტთან დაკავშირებით, გამოძიება უკვე დაწყებულია, სამართალდამცველების ინფორმაციით, ქამადაძე გამოძიებასთან თანამშრომლობს;скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com