15 წლის უკრაინელმა გოგომ 4 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა. ქალაქ პოპასნადან ევაკუაციისას მანქანას ოკუპანტებმა ცეცხლი გაუხსნეს, მოზარდს ფეხებში 3 ტყვია მიხვდა, თუმცა ამის მიუხედავად, 4 დაჭრილი ზრდასრულის გადარჩენა მოახერხა.
დაჭრილი მოზარდი საჭესთან დაჯდა და მიუხედავად ამისა, რომ გზა დანაღმული იყო უსაფრთხოდ ტერიტორიაზე გასვლა შეძლო.
“ორი კაცი დაიჭრა ნამსხვრევებით, მათგან ერთი ძალიან მძიმედ. საჭესთან უნდა დავმჯდარიყავი და ბახმუტში გადამეყვანა.
სასწრაფო დახმარება იყო საჭირო, რომ ბევრი სისხლი არ დაეკარგა… როგორც შემეძლო წავედი. ადვილი არ იყო ჩემთვის, ძალიან მტკივნეული იყო, მაგრამ მაინც. ცეცხლში მათ ვერ დავტოვებდი”, – იხსენებს მოზარდი.
უკრაინელი მედიის ცნობით, ახალგაზრდა გმირის მიერ გავლილი მანძილი დაახლოებით 30 კილომეტრია.