LIVE TV
შაბათი, თებერვალი 7, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

“15 სექტემბერი ნიკო კვარაცხელიას დახვრეტის დღეა!” – იზა ომაძე ხელისუფლებას მიმართავს

დაპოსტა 2023/09/16-ში
256
ნახვა
გაზიარება

დღეს სასწავლო წელი დაიწყო მთელი გულით გილოცავთ პირველკლასელებო და მშობლებო, მოსწავლეებო და მასწავლებლებო♥️წარმატებები ყველას✨✨✨

დღეს მე ჩემი შვილები სკოლაში ვერ გავუშვი, მათ ვერ იზეიმეს სასწავლო წლის დაწყება, რადგან 15 სექტემბერი მათთვის სიხარულთან აღარ ასოცირდება 15 სექტემბერი მათთვის ძმის — ნიკო კვარაცხელიას დახვრეტის დღეა❗️ – წერს სოციალურ ქსელში ნიკო კვარაცხელიას დედა იზა ომაძე.
შვილის გარდაცვალებიდან 2 წლის თავზე იზა ომაძე ემოციურ პოსტს აქვეყნებს და მისი შვილის საქმის არაკეთილსინდისიერ გამოიძიებაზე საუბრობს.
“ბატონო პრემიერო, საქართველოს მთავრობა, სწავლის საფასურის განულების ამბავი რომ გავიგე ვიფიქრე სურვილების ასრულებით დაიწყეთ დღე❗️ერთი წლის წინ მოგმართეთ მაგრამ მხოლოდ ერთ დღიანი შემოთვლით შემოვიფარგლეთ, იქნებ მეც გამინულოთ აზრი რომ თქვენი ხელისუფლება პირდაპირ კავშირში არ არის ახალგაზრდა ბიზნესმენის, პირველი ქართული სოციალური ქსელის დამფუძნებლის ნიკო კვარაცხელიას მკვლელობასთან❗️
საქართველოს პროკურატურა / The Prosecution Service of Georgia, იქნებ განმარტოთ რამდენი ხნით შემოდეთ თაროზე ნიკო კვარაცხელიას საქმე?
მითხარით რა ღირს ადამიანის სიცოცხლე ჩვენს ქვეყანაში⁉️
დიახ რა ჯდება ნიკო კვარაცხელიას საქმის
ჩაფარცხვა⁉️
ორი წელი ენის მოჩლექით გესაუბრებით, მაგრამ თქვენ სინათლეს სიბნელე არჩიეთ, თქვენ მკვლელების მხარეს დადექით და ავტომატურად ჩემი შვილის მკვლელობის თანამონაწილეობა არჩიეთ❗️აქეთ კი მკვლელობა დაგვაბრალეთ დასაშინებლად❗️
თქვენ შეგეძლოთ კანონის ფარგლებში, სწორად გემოქმედათ, მაგრამ საქმე
თაროზე შემოდეთ, ვისი ინტერესით⁉️
ვინ გიკრძალავთ საქმის არ გამოძიებას⁉️
ველი ვრცელ პასუხს და ველი მოქმედებას, მე მაქსიმალურად ვიკავებ თავს, ადამიანებს დახმარებისკენ მოვუწოდო, მაგრამ გპირდებით, ბევრგან დაგხვდებით მე ხუთი შვილის დედა იზა ომაძე , დაგხვდებით ძალიან ბევრ განაწყენებულ ადამიანთან ერთად დიახ , დაგხვდებით განადგურებული დედა და გეტყვით რომ თქვენ ხართ ხელისუფლება რომელიც მკვლელებს იფარებს და მკვლელობებს ახალისებს❗️
თქვენთვის შეიძლება არ არის ავტორიტეტი ამერიკის უძლიერესი პრეზიდენტი აბრაამ ლინკოლნი მაგრამ მაინც გადაიკითხეთ:
“შეიძლება, ხალხის ნაწილი გააბრიყვო სამუდამოდ, შეიძლება გააბრიყვო მთელი ხალხი გარკვეული ხნით, მაგრამ შეუძლებელია მთელი ხალხის გაბრიყვება სამუდამოდ.”❗️❗️❗️
არ არის ქართველი ხალხი ბრიყვი❗️❗️❗️
სანამ რამეს დაგვაბრალებთ ესეც ჩაიკითხეთ
⬇️⬇️⬇️⬇️⬇️⬇️⬇️⬇️⬇️
იყო უდიდესი წმინდანი ნიკოლოზ სერბი, მსგავსი სწორი შეფასება სხვაგან არ წამიკითხავს:
ნუ იქურდებ, განსაკუთრებით კი სამშობლოს ნუ მოჰპარავ: ნუ მიითვისებ ნურც ხალხის ფულს, ნურც მიწას, ნურც ტყეს, ნურც წიაღისეულს – ნუ ხელყოფ შენი სამშობლოს სიმდიდრიდან რაიმეს, რამეთუ თუ იქურდებ, მოაწევ წყევას შენს თავს, შენს სახლს და შენს ქვეყანას. სადაც ქურდობაა, იქ მადლი არ არის, სადაც მადლი არ არის – იქ წყევა სუფევს. ამაზე მოწმობს წმინდა წერილი, რომლის პირველივე ფურცლებზე დაწერილია ღვთის მცნება: არა იპარო❗️
ვინც ერთ კაცს ჰპარავს, შეძლებულს ქურდავს, სახელმწიფოს მძარცველი ყველა გადასახადის გადამხდელს ჰპარავს – არა მარტო შეძლებულს, არამედ უქონელსაც. რამეთუ სახელმწიფო გადასახადს ღარიბებიც იხდიან: მსახურები და მეეზოვეები; დღიური მუშა და მოჯამაგირე, მოსამსახურე თუ ჭურჭლის მრეცხავი; სხვისი დაქირავებული და საწყალი მაღაროს მუშა; გლეხი, რომელიც მიწას კავით ხნავს და მარტოხელა ბერიკაცები და დედაბრები. უქონელმა ვალით უნდა გადაიხადოს გადასახადები. სახელმწიფოს სალარო ავსებულია ობოლთა ცრემლებით და ოფლის მდინარეებით. გზა, რომლითაც ეს სიმდიდრე სახელმწიფო ხაზინაში მიედინება, ქვითინითა და ვაი-ვიშით არის დაგებული. ძნელია წარმოიდგინო იმაზე მეტი უპატივცემულობა ხალხისა, ვიდრე ჩაყო ხელი სახალხო სალაროში და საერთო სახელმწიფო ქისიდან მოიპარო. ამაზე დიდი სისულელე არაფერია❗️❗️❗️
თუ ერთ კაცს დინარს მოჰპარავს ქურდი, ერთი მცირე ქურდობის გამო დაისჯება და მხოლოდ ერთი კაცის წინაშე აგებს პასუხს. მაგრამ თუ ერთ დინარს სახელმწიფოს მოჰპარავს, მაგალითად, იუგოსლავიას, მაშინ ის თხუთმეტ მილიონ სულს ჰპარავს და პასუხს აგებს თხუთმეტი მილიონი ქურდობისთვის. თუ ადამიანურ სამართალს არ ძალუძს, მილიონების მოპარვისთვის განაჩენი გამოიტანოს, მაშინ დასჯის მას ის, ვინც ყველაფერი იცის და ყველაფერი ესმის, რომელიც საუკუნო სამართლით სჯის და თუ მიუსჯის სამუდამო კატორღას, ეს კატორღა ჭეშმარიტად საუკუნო იქნება.
დაე, ისმინონ და დაიმახსოვრონ ეს სიტყვები მათ, ვისაც სახელმწიფო სიკეთე (ქონება) ეტკბილება:
სახელმწიფოს ქურდი პასუხს აგებს მილიონობით ქურდობის ჩადენისთვის❗️❗️❗️
P.S. ჯერ საკუთარ თავს დაუწერეთ კანონები, რომელსაც თავად დაემორჩილებით და ძლიერი სახელმწიფო უკვე თავად შექმნის ხალხზე და არა ხელისუფლებაზე მორგებულ კანონებს❗️❗️❗️
ნუ გვიქციეთ ქვეყანა მხოლოდ სასაფლაოდ❗️
თუ სადმე დანაშაული გვქონია პასუხისმგებლობას არ გავქცეულვართ❗️ყველაფერს აქვს დასასრული❗️
გამთენიისას 16 სექტემბერს კი ჩემი ბიჭი “ცასწავიდა”??️?️?️?️?️?️?️?️?️?️?️?️?️?️?️ იქით არჩია, სამყაროში სადაც დარწმუნებული ვარ რომ სიკაშკაშეა იქ ხომ უფალია???
მადლობა ყველას თანაგრძნობისთვის, ????????????????თქვენი თანადგომით ,თქვენთან ერთად ბევრი შევძელით, ეხლაც გავაგრძელებთ ბრძოლას ბოლომდე, იმიტომ რომ შიგნიდან გამუდმებით მეძახის ჩემი ნიკო : მხოლოდ სიმართლეო❗️

#საქართველოსმთავრობა, #საქართველსპროკურატურა ველი კომენტარს და ველი უსწრაფეს გამოძიებას‼️” – წერს სოციალურ ქსელში იზა ომაძე.

ნიკო კვარაცხელიას მკვლელობიდან 2 წელი გავიდა.

Feedc-ის დამფუძნებელს, 22 წლის ნიკო კვარაცხელიას 2021 წლის 15 სექტემბერს, ფიქრის გორაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან 9 ტყვია ესროლეს, რიდ შედეგადაც ახალგაზრდა გადაიცვალა.

გაზიარება102

დაკავშირებული -პოსტები

პროკურატურამ მეუღლის მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა

თებერვალი 7, 2026
25
მთავარი

პროკურატურამ გარდაბანში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, დოკუმენტის დაზიანების და შემაკავებელი ორდერის დარღვევის ფაქტებზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების მიერ...

დაწვრილებითDetails

პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს

თებერვალი 7, 2026
12
მთავარი

სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმაურება ტელეკომპანია პირველისა და ტაბულას მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას ბრალდებულებისთვის/მსჯავრდებულებისთვის (ირაკლი ნადირაძე, ირაკლი ქერაშვილი და გურამ მირცხულავა) სატელეფონო ზარების შეზღუდვასთან დაკავშირებით. „ბრალდებულს პატიმრობის აღსრულებისას, აგრეთვე მსჯავრდებულს თავისუფლების...

დაწვრილებითDetails

წყალტუბოში,ლიტერატურული კომპოზიცია „მსახური ღვთისა და კაცისა“ გაბრიელ ეპისკოპოსის მოღვაწეობას მიეძღვა

თებერვალი 7, 2026
16
მთავარი

წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის დაბადებიდან 200 და გარდაცვალებიდან 130 წელი გავიდა. 7 თებერვალს წმინდანის ხსენების დღე აღინიშნება. წყალტუბოს წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის მართლმადიდებლურ სკოლა-გიმნაზიაში ლიტერატურული კომპოზიცია „მსახური ღვთისა და კაცისა“ ქართველი...

დაწვრილებითDetails

„საქართველოს განვითარების ფონდი“ შეერწყმება პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ და ჩამოყალიბდება ერთიან სუბიექტად – კობახიძე

თებერვალი 7, 2026
12
მთავარი

არის საუბარი „საქართველოს განვითარების ფონდისა" და პროგრამის „აწარმოე საქართველოში" შერწყმაზე, რეორგანიზაციის პროცესი ძალიან მალე დაიწყება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, ეს ორი უწყება გაერთიანდება ერთიან სუბიექტად, რომელიც იქნება...

დაწვრილებითDetails

დებატები საზოგადოების ერთიანობას ემსახურება – კობახიძე

თებერვალი 7, 2026
13
მთავარი

ჩვენი ამოცანაა საზოგადოების ერთიანობა და დებატების მიზანი ამას ემსახურება, გვინდა, ერთად დავსხდეთ განსხვავებული მოსაზრებების მქონე ადამიანებთან ერთად და ვცადოთ ჭეშმარიტების დადგენა ყველა თემასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა....

დაწვრილებითDetails

“დღეს უმაღლესი განათლების სისტემა, რბილად რომ ვთქვათ, მძიმე მდგომარეობაშია ” – კობახიძე

თებერვალი 7, 2026
11
მთავარი

დღეს უმაღლესი განათლების სისტემა, რბილად რომ ვთქვათ, არის მძიმე მდგომარეობაში. ჩვენი სისტემა ვერ აწვდის სათანადო ხარისხის განათლებას ქართველ სტუდენტებს და ჩვენი ამოცანაა ამ ყველაფრის თვისებრივად, არსებითად გამოსწორება,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს...

დაწვრილებითDetails

“ყველამ ერთად: ხელისუფლებამ, ბიზნესმა, რამდენადაც შესაძლებელია, უნდა ვიზრუნოთ ფასების შემცირებაზე”-პრემიერი

თებერვალი 7, 2026
12
მთავარი

ეს თავისთავად მნიშვნელოვანი ფაქტია და იმედი მაქვს, რომ ამას მიბაძავენ სხვა კომპანიებიც, ჩვენ ყველამ ერთად, ხელისუფლებამ, ბიზნესმა უნდა ვიმოქმედოთ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით და სადაც და რამდენადაც ეს შესაძლებელია, უნდა ვიზრუნოთ ფასების...

დაწვრილებითDetails

„სუპერმარკეტის კონსულტანტი ცივი იარაღით დაჭრა“ – დაკავებულია 16 წლის პირი

თებერვალი 7, 2026
742
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 2010 წელს დაბადებული ტ.მ. დააკავეს. ინფორმაციას...

დაწვრილებითDetails

მნიშვნელოვანი ინფორმაცია პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით

თებერვალი 7, 2026
59
მთავარი

იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ახალი თაობის, განახლებული დიზაინის პირადობის ელექტრონული მოწმობების გაცემა დაიწყო. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, მათი უსაფრთხოება კიდევ უფრო გაძლიერებულია თანამედროვე დამცავი ნიშნებით და სრულად...

დაწვრილებითDetails

ამ ხრიკის დახმარებით ინტერნეტის სიჩქარეს 3-ჯერ გაზრდით

თებერვალი 7, 2026
19
მთავარი

სახლში ინტერნეტის სიჩქარე რომ გაზარდოთ, რამდენიმე ხრიკი გამოიყენეთ. 1. სახლის ცენტრში დადეთ როუტერი, რომელიც Wi-Fi-ს ავრცელებს, ბინის ცენტრში უნდა იყოს. ამ შემთხვევაში ტალღები თანაბრად გადანაწილდება და სახლის ყველა კუთხეს მიწვდება...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».