LIVE TV
ოთხშაბათი, დეკემბერი 17, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

13 წელი ეს მე ვერ ვქენი – ვერ ვათქმევინე სიმართლე, ვერც გამოძიებამ ათქმევინა, მან კი პირდაპირ ეთერში თქვა – მამა კირიონი ივერი მელაშვილზე

დაპოსტა 2021/02/02-ში
138
ნახვა
გაზიარება

ამაზე კომენტარს მარტო მე არ უნდა ვაკეთებდე. უპირველესად თქვენ, ჟურნალისტები, როგორც რიგითი ქართველები უნდა პასუხობდეთ მას, როცა ქვეყნის ტერიტორიებზე გეუბნებიან, თქვენი არ არისო – ამბობს „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში დავით გარეჯის მღვდელმსახური, ბერ-მონაზონი კირიონი.

 

მას დავით გარეჯის საქმის მიმართ საზოგადოების ერთი ნაწილის რეაქცია აკვირვებს და მაგალითად, ინდოეთში მომხდარი საზარელი დანაშაული მოჰყავს:

 

„ინდოეთში მოხდა ასეთი ფაქტი – რამდენიმე მამაკაცმა ქალი გააუპატიურა, მერე ის ქალი გარდაიცვალა და მთელ ინდოეთში ერთი ადვოკატი არ მოიძებნა, რომელიც დამნაშევეებს დაიცავდა, ისეთი უზნეო და ამორალური იყო მათი საქციელი.

 

ასეთივე დამოკიდებულება რატომ არ ჩანს ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხის მიმართ?! ყველა რატომ არ არის აღშფოთებული, როცა ვიღაც ეუბნება 1740 მეტრი ტერიტორია, რომელიც გადის თხემზე, სადაც მოქცეულია მონასტრები უდაბნო და ჩიჩხიტური და ამ დრომდე შეუთანხმებელია, ჩვენი არ არისო?! კაცი სადაო ტერიტორიაზე ამბობს, აზერბაიჯანისააო, რა უბედურების წინაშე ვდგავართ, ვერ აცნობირიერებს ქართველი ხალხი?

 

ეს კატასტროფაა და გვაჩვენებს, რომ თუ მსოფლიოში წესრიგი ოდნავ მაინც მოირღვევა, ჩვენ, როგორც სახელმწიფო არსებობას შევწყვეტთ…

 

მას [ივერი მელაშვილი] ჩემს ხსენებაზე ტანში ჟრუანტელი უვლის და იცით რატომ? იმიტომ, რომ მათ დანაშაულს მე წავასწარი და ვამხილე. მთელი ჟურნალისტთა კორპუსი მეუბნებოდა ამ ხნის მანძილზე, მამა კირიონ, ამ კაცს, რაც არ უქნია იმას რატომ აბრალებთ, ივერი მელაშვილს არსად უთქვამს ეს მონასტრები საქართველოსი არ არის, ეს ხომ ცილისწამებააო… ვპასუხობდი, ამ კაცის ქმედებების მიზნობრიობას ამ შედეგებამდე მივყავდით-მეთქი, ციხიდან გამოსული მელაშვილის განცხადება კი ჩემთვის იყო განგების, ღვთის წყალობა“, – ამბობს „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში დავით გარეჯის მღვდელმსახური, ბერ-მონაზონი კირიონი.

 

„ციხიდან გამოსულმა, რომელსაც ტაშით შეხვდნენ და გმირად შერაცხეს, საოცარი რამ გააკეთა. 13 წელი ეს მე ვერ ვქენი – ვერ ვათქმევინე სიმართლე, ვერც გამოძიებამ ათქმევინა, მან კი პირდაპირ ეთერში თქვა – ეს ტერიტორიები ჩვენი არ არის და რას ვედავებითო. წარმოგიდგენიათ?! ეს ის ტერიტორიაა, რომელიც ჯერ კიდევ შეუთანხმებელი და სადავოა და ჩვენი არ არისო თქვა ადამიანმა, რომელიც 25 წელი ამ პროცესის მმართველი იყო. მისი უპირველესი მოვალეობა იყო დიპლომატიურ მაგიდასთან ქვეყნის ინტერესები დაეცვა. მას თავისი ქვეყნისთვის უნდა წამოეღო, რაც შეიძლება მეტი ტერიტორია და ამის ნაცვლად, ტერიტორიაზე, რომელიც იურიდიული და კარტოგრაფიული დოკუმენტებით ჩვენია, გვეუბნება ჩვენი არ არისო! მან უკვე მისცა აღიარებითი ჩვენება“, – ამბობს ბერი კირიონი „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში.

გაზიარება55

დაკავშირებული -პოსტები

რომელი თვეები იქნება ყველაზე იღბლიანი 2026-ში

დეკემბერი 16, 2025
187
მთავარი

2026 წელი ასტროლოგიურად ძლიერი შესაძლებლობების პერიოდია, თუმცა წლის განმავლობაში გამოიკვეთება რამდენიმე თვე, როცა იღბალი, ფინანსური წარმატება და ცხოვრების პოზიტიური ცვლილებები განსაკუთრებით აქტიურდება. ამ პერიოდში შანსები უფრო ადვილად მოდის, გადაწყვეტილებები კი...

დაწვრილებითDetails

ლოცვა,რომელიც ბარბარობას უნდა წაიკითხოთ

დეკემბერი 16, 2025
284
მთავარი

ტროპარი: ქალწულებითა განშვენებულო და წამებითა გაბრწყინვებულო, სასწაულთა მოქმედო, სენთა და ბუგრთა მკურნალო, დიდო ქალწულმოწამეო ბარბარე, მეოხ გვეყავ ჩუენ ცოდვილთა. სხვა ტროპარი: ბარბარესა წმიდასა პატივს-ვსცემდეთ, რამეთუ მტერისა საფრხენი შემუსრნა, და ვითარცა სირი განერა...

დაწვრილებითDetails

დაშავებული ქალი კლინიკაში გარდაიცვალა – ავარია სამეგრელოში

დეკემბერი 16, 2025
200
მთავარი

ზუგდიდი-ანაკლიის ცენტრალური მაგისტრალზე, სოფელ ახალკახათთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 42 წლის ქალი საავადმყოფოში გარდაიცვალა. უბედური შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ქალი ავტომობილიდან გადმოვიდა. საჭესთან მჯდომი პირი დაკავებულია.

დაწვრილებითDetails

რამდენ მძღოლს და რატომ აქვთ შეჩერებული მართვის მოწმობა

დეკემბერი 16, 2025
211
მთავარი

არსებული სტატისტიკის მიხედვით, დღეის მდგომარეობით მართვის მოწმობა 35 445 მძღოლს აქვს შეჩერებული. შესაბამისი სტატისტიკური მონაცემები პარლამენტში წარდგენილ პროექტს ახლავს თან. უფრო კონკრეტულად, ალკოჰოლური თრობის საფუძვლით მართვის მოწმობა 18 310 პირს...

დაწვრილებითDetails

დააკავეს ე.წ. „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 49 პირი

დეკემბერი 16, 2025
798
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 49 პირი დააკავა და 14 პირი დაუსწრებლად მისცა პასუხისგებაში, მათ შორის 5 „კანონიერი ქურდია“. ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე განაცხადა. დარახველიძის...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში მძიმე ავარია მოხდა

დეკემბერი 16, 2025
5k
მთავარი

მძიმე ავარია მოხდა  ქუთაისში. სოფელ ქვიტირთან. როგორც ცნობილია, ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. სამი დაშავებულიდან, ერთი პირის მდგომარეობა მძიმეა. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს. შსს-მ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის...

დაწვრილებითDetails

ქალები მოიყვანეს ბალდელ დედებთან საჩხუბრად და დასაპირისპირებლად – რა მოხდა ზუგდიდში

დეკემბერი 16, 2025
873
მთავარი

ის რაც სამეგრელოს გუბერნატორმა, დავით ვერავამ ბალდელ დედებთან იკადრა, ამაზე ვერაგული და ბინძური განზრახვა ცოტა გექნებათ გაგებული. ამ ფოტოებზე აღბეჭდილი ქალები მოიყვანეს ბალდელ დედებთან საჩხუბრად და დასაპირისპირებლად. - ამის შესახებ...

დაწვრილებითDetails

ამერიკაში ქართველი ემიგრანტი დაიღუპა

დეკემბერი 16, 2025
4k
მთავარი

ამერიკაში ქართველი ემიგრანტი, ლევან რაფავა გარდაიცვალა. ინფორმაციას "გურია ნიუსი" ავრცელებს. ახლობლების ინფორმაციით, 37 წლის მამაკაცი ზუგდიდიდან იყო და ნიუ-იორკში სამუშაოდ 3 წლის წინ წავიდა. „მეუღლეს ელაპარაკებოდა ტელეფონით… ვაი, დედაო, და...

დაწვრილებითDetails

მოსახლეობა ხონში წყლის პრობლემის გადაჭრას ითხოვს – რას აცხადებს ქალაქის მერი

დეკემბერი 16, 2025
68
მთავარი

ხონში მოსახლეობა წყლის მიწოდების პრობლემის გადაჭრას მოითხოვს. მათი თქმით ნახევარ წელზე მეტია წყალი გრაფიკით მიეწოდებათ, რაც მათ საჭიროებებს ვერ უზრუნველყოფს. საკითხს სოციალურ ქსელში საჯაროდ ეხმიანება ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე...

დაწვრილებითDetails

“ვამზადებთ სარჩელს” – შალვა პაპუაშვილი BBC-ზე

დეკემბერი 16, 2025
53
მთავარი

შალვა პაპუაშვილის ინფორმაციით, „ქართული ოცნება“ BBC-ის წინააღმდეგ საჩივრის მოსამზადებლად, სავარაუდოდ, ბრიტანულ იურიდიულ დახმარებას გამოიყენებს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, იურისტები ამ სარჩელის მოსამზადებლად უკვე მუშაობენ. „იცით, რომ იურისტები მუშაობენ ამ სარჩელთან...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».