...
ამბები

,,მსურს, კიდევ ერთხელ მოვუწოდო რუსეთს"-გზა ურთიერთობის ნორმალიზებისკენ

Avatar

,,მსურს, კიდევ ერთხელ მოვუწოდო რუსეთს"-გზა ურთიერთობის ნორმალიზებისკენ


მშვიდობასაღარაფერიუნდადაემუქროსჩვენსქვეყანაში,რადგანმშვიდობასალტერნატივაარაქვს, -ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავს მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართლ ბრიფინგზე.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ10წლის წინ რუსეთის ფედერაციამ ქართულ სახელმწიფოებრიობაზე კიდევ ერთი აგრესია მიიტანა დაესიყოყველაზეტრაგიკულიდღეებისაქართველოსუახლესისტორიაში.
„რუსულიაგრესია,ჩვენიტერიტორიებისოკუპაცია,მსხვერპლი,ათობითათასიდევნილი,მოუშუშებელიტკივილიასაქართველოსთითოეულიმოქალაქისთვის. ეს იყო ძალიან მძიმე დღეები, რომელმაც კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ ის გზა, რომელზეც საქართველო მტკიცედ დგას, რა თქმა უნდა, აღსავსეა გამოწვევებით, მაგრამ ამავე დროს გვაჩვენა ის, რომ ჩვენი ქვეყნისა და ერის ერთიანობით დასახულ მიზანს აუცილებლად მივაღწევთ.
ჩვენი პასუხი ამ აგრესიაზე, ამ გამოწვევაზე, არის მშვიდობა, ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობა, ევროპული ხარისხის და ფილოსოფიის სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობა და რა თქმა უნდა - საქართველოს დაბრუნება თავის ოჯახში - ევროპულ ცივილიზაციაში“, - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურმაიმ ოჯახებთან გამართულ შეხვედრებზე ისაუბრა, რომლებმაც შვილები, ძმები, დები, მშობლები, მეგობრები დაკარგეს და აღნიშნა, რომ განწყობა არის ერთი - მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. „მშვიდობა მოგვიტანს ისეთ საქართველოს, რომელიც იქნება და არის ერთდერთი უალტერნატივო შეთავაზება ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, რომლებიც დღეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობენ, რომ ერთად ავაშენოთ ძლიერი და ერთიანი სახელმწიფო. ჩვენ უნდა გადავდგათ ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ. ჩვენ დავიწყეთ რამდენიმე მნიშვნელოვანი პროგრამის განხორციელება და ამ პროგრამებს აუცილებლად წარმატებით დავასრულებთ“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერი7აგვისტოსსაქართველოშიპოლონეთის,ლიეტუვას,ლატვიისსაგარეოსაქმეთამინისტრებისადაუკრაინისვიცე-პრემიერისვიზიტსგამოეხმაურა,რომელთამონაწილეობითომიდან10წლისთავზეგაიმართამრგვალიმაგიდასიმბოლურისახელით- „მშვიდობისადაუსაფრთხოებისთვის“.
„ჩვენმა მეგობარმა ქვეყნებმა და საერთაშორისო ინსტიტუტებმა კიდევ ერთხელ გააკეთეს ჩვენი ქვეყნისა და იმ ფასეულობების მხარდამჭერი მკაფიო განცხადებები, რომელსაც ჩვენ ვემსახურებით.მსურს, კიდევ ერთხელდიდიმადლობა გადავუხადოჩვენსმეგობარქვეყნებსიმმტკიცემხარდაჭერისთვისდაგვერდშიდგომისთვის,რაცმათამდღეებშიკიდევ ერთხელგვაჩვენეს.ამასთან ერთად, ჩვენ მოვისმინეთ განცხადებები, რომ არსებობს სურვილები, აღდგეს საერთაშორისო ურთიერთობები. ბევრი სხვა ტიპის განცხადებაც მოვისმინეთ. ამაზე ჩვენი პასუხი ძალიან მარტივია - 2008 წელს ხელი მოეწერა ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებას, შესაბამისად, მსურს, კიდევ ერთხელ მოვუწოდო რუსეთს, შესრულოს ნაკისრი ვალდებულებები და გაიყვანოს თავისი სამხედრო დანაყოფები საქართველოს ტერიტორიიდან. ეს იქნება სწორედ ყველაზე სწორი სიგნალი იმისთვის, რომ დავიწყოთ ჩვენი ურთიერთობების ნორმალიზება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com