2021 წლის მსგავსად, საქართველოს ჩემპიონი წელსაც ქუთაისში, ადგილობრივი ‘აიასა’ და ‘ბათუმის’ დაპირისპირებით გაირკვევა. წლევანდელი crocobet დიდი 10-ის წინასწარ ფინალში, ‘ბათუმმა’ რუსთავის ‘ხარებს’ 33:21 სძლია და 11 მაისს „აია არენაზე“ ორი კვირის თავზე დაბრუნდება.
‘აიამ’ და ‘ბათუმმა’ რეგულარული სეზონი პირველ-მეორე ადგილზე დაასრულეს და 27 აპრილს შესარჩევ ფინალში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. დაძაბულ შეხვედრაში ქუთაისელებმა 11:10 მოიგეს და გადამწყვეტ მატჩში თამაში ნაადრევად დაიბევეს, ზღვისპირელებმა კი ეს უფლება ‘ხარების’ ძლევით მოიპოვეს.
საგულისხმოა, რომ 2017 წლის შემდეგ ‘აია’ ან ‘ბათუმი’ ფინალში აუცილებლად თამაშობდა, თუმცა მათი გზები მხოლოდ ერთხელ, 2021 წელს გადაიკვეთა. ამ პერიოდში ‘ბათუმმა’ ფინალი 5-ჯერ ითამაშა და თასი ორჯერ მოიპოვა, ‘აიამ’ კი სატიტულო შეხვედრაში სამჯერ მიიღო მონაწილეობა და ორჯერ გამარჯვებული დარჩა. შეგახსენებთ, ქუთაისელები 2024 წლის საქართველოს ჩემპიონები არიან და საკუთარ მოედანზე ტიტულის დაცვას ეცდებიან.
ამრიგად, 11 მაისს 16 საათზე, ქუთაისის „აია არენაზე“ მასპინძელი ‘აია’ და ‘ბათუმი’ ტიტულის მოსაპოვებლად იბრძოლებენ. აქამდე ჩემპიონის თასს ‘აია’ 5-ჯერ, ხოლო ‘ბათუმი’ 4-ჯერ ფლობდა.
თამაშზე დასწრება ფასიანია. ბილეთები გაიყიდება პარასკევს, შაბათს და კვირას 12:00 საათიდან 18:00 საათამდე. ასეევ შეიძინეთ ონლაინ Www.tkt.ge/rugby.