საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ქუთაისში, წერეთლის ქუჩის ახალი მონაკვეთის რეაბილიტაციას იწყებს. აღნიშნულის გამო, 11 იანვრიდან 15 თებერვლამდე, საავტომობილო მოძრაობა დროებით შეწყდება შპს „გურმანიდან“ მე-12 საჯარო სკოლამდე მონაკვეთზე. ჩაიკეტება ფოთის ქუჩაც. ინფექციურ საავადმყოფომდე მისვლა შესაძლებელი იქნება არხის ქუჩის გავლით. 11 იანვრიდან მოძრაობა აღდგება წერეთლის ქუჩის იმ მონაკვეთზე, რომელიც აქამდე იყო დაკეტილი- ჭავჭავაძის ქუჩის კვეთიდან შპს „გურმანამდე“. მშვიდობიან მგზავრობას გისურვებთ!