აშშ-ში, ლუიზიანის შტატში მცხოვრება 105 წლის ჯულია ჰოკინსმა თავის ასაკობრივ კატეგორიაში სპრინტერულ დისტანციაზე სირბილში მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ჰოკინსმა 100-მეტრიანი მანძილი 62,95 წამში დაფარა. რეკორდის დამყარების მიუხედავად ჰოკინსი თავისი შედეგით უკმაყოფილო დარჩა და აღნიშნა, რომ 100 მეტრის 1 წუთში დაფარვას გეგმავდა. 100 წლის ასაკში ჯულია ჰოკინსი სპრინტერი გახდა. 2017 წელს მან 100 მეტრი 39,6 წამში გაირბინა, რაც ასევე მსოფლიო რეკორდს წარმოადგენდა. მოგვიანებით მისი რეკორდი სხვა სპრინტერმა მოხსნა, რის შემდეგაც ჯულია ჰოკინსმა რეკორდის დამყარება 105+ კატეგორიაში გადაწყვიტა და დასახულ მიზანს მიაღწია.